ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 4 შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, თამაშს კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.
გერმანელმა ნახევარმცველმა "შეფილდ იუნაიტედთან" მიიღო დაზიანება და როგორც მოსალოდნელია, კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს.
ბასტიანმა სკანირება გერმანიაში ჩაიტარა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმმა ჰანს-ვილეგლმ მიულერ-ვოლფორტმა დაადასტურა, რომ შვაინშტაიგერის ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე წინასწარმეტყველებდნენ.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბასტიანის ტრავმის შესახებ დასმულ შეკითხვას ვან გაალმა უპასუხა: "ვერ ვიტყვი, რამდენად ახლოსაა დაბრუნებასთან. ყოველთვის, როცა ტრავმირებულებს ვახსენებ, მათი ტრავმები უფრო რთულდება, მაგრამ მხოლოდ მოცდა და ნახვა მოგვიწევს".