იანვარი დასრულდა. ადვილი თვე არ გვქონია, მაგრამ "დერბისთან" გამარჯვება კარგ გემოს გვიტოვებს და ენერგიით გვავსებს: ინგლისის თასის მომდევნო რაუნდში გავედით, გუნდი თავს კარგად გრძნობს და ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ უფრო მეტი დინამიურობით, ვაჩვენეთ სტილი, რომლის შენარჩუნების იმედი გვაქვს.
ინგლისის თასზე გამარჯვებით ტკბობის დრო არ არის, რადგან უკვე ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ძალიან დატვირთული თვე გვექნება შვიდი შეხვბედრის ჩატარებით და ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის მოგებაა, დაწყებული "სტოკიდან", რომელმაც სეზონის პირველ ნაწილში დაგვამარცხა. მათ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლისგან განსხვავებული სათამაშო სტილი აჩვენა და ამას თავისი შედეგები მოაქვს. "ოლდ ტრაფორდზე" ახალი გამარჯვების მოლოდინში ვართ და დღეიდან, სეზონის ბოლომდე ძლიერები უნდა ვიყოთ, ქულები აღარ დავკარგოთ...
კვირას ჩემთვის განსაკუთრებული თამაშით დავასრულებთ... "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება ბევრ მოგონებას გამიღვიძებს და მიუხედავად იმისა, რომ იქ გასულ წელსაც ვითამაშე, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია დაბრუნება სტადიონზე, სადაც ინგლისში ჩემი პირველი წლების განმავლობაში უამრავი მატჩი ჩავატარე და კლუბისა და გულშემატკივრის მიმართ ყოველთვის მექნება პატივისცემის გრძნობა. თუმცა, ჩემი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. ვფიქრობ, "ჩელსისთან" გამარჯვება მისსავე მოედანზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
გეხვევით, ხუანი
მატას ბლოგი
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.