ხმა მიეცით იანვრის საუკეთესო ფეხბურთელს.
ცუდი დეკემბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2016 წელი წარმატებით დაიწყო და იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი რამდენიმე კანდიდატიც გვყავს.
მიუხედავად იმისა, რომ იანვარი "საუთჰემპტონთან" სახლში დამარცხებასაც მოიცავს, "წითლებმა" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გააღწიეს და მომდევნო თვეც საკმაოდ გადატვირთული ექნებათ.
უეინ რუნი უდავო კანდიდატია, რადგანაც კაპიტანი ზღაპრულ ფორმაში იმყოფებოდა და გოლებითაც დაგვამახსოვრა თავი. კონკრეტულად, რუნიმ ინავარში გამართული ექვსი შეხვედრიდან ხუთში გაიტანა გოლი – გარდა "წმინდანებთან" წაგებული მატჩისა – და ჯამში უკვე აქვს წელს გატანილი 6 გოლი.
მშვენიერი შორეული გოლები "ნიუკასლისა" და "დერბის" კარში, ქუსლით შესრულება "სუონსის" წინააღმდეგ – ეს ყველაფერი კაპიტნის დონეზე მეტყველებს.
ენტონი მარსიალს, რომელიც "აიპროზე" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ასევე კარგი შანსი აქვს კიდევ ერთხელ გახდეს თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ზღაპრულმა ფრანგმა გაიტანა და საგოლე გადაცემა გაუკეთა რუნის "სუონსის" მოგებულ შეხვედრაში, თავის თამაშს კი ერთნაირი წარმატებით ართმევდა თავს ფლანგსა და სიღრმეში. მარსიალმა ორი საგოლე პასი გააკეთა პარასკევს სათასო შეხვედრაში, "დერბის" მცველ საირუს კრისტის კი ცუდი დღე დააყენა.
ჩვენი მესამე ნომინანტი
კამერონ ბორტუიკ–ჯექსონია, რომელიც მარცხენა მცველის როლში მოგვევლინა. ახალგაზრდა, რომელსაც სამშაბათს 19 წელი შესრულდა, "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ შეხვედრის პირველ ტაიმში ეშლი იანგის ნაცვლად შევიდა მოედანზე. "შეფილდ იუნაიტედის", "საუთჰემპტონისა" და "დერბის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ მატჩებში კი კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უნარები, როცა პასების სიზუსტითა და შეტევაში ჩართვით გამოირჩეოდა.
ხმის მიცემა:
manutd.com/potm