"მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობას, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი, ტიერი ანრიც, გამოეხმაურა. "არსენალის" ყოფილი შემტევი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" კვლავ დააბრუნებს მხიარულ და ბედნიერ აურას და იგი "იუნაიტედშიც" წარმატებული მწვრთნელი იქნება.
53 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტს მას შემდეგ უწინასწარმეტყველბენ, რაც იგი "ჩელსიდან" დაითხოვეს და ხელმისაწვდომი გახდა. ჟოზე არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და ახალ კლუბში მუშაობის დაწყებას, რაც "იუნაიტედის" წისქვილზე წყალს ასხამს, თუმცა კლუბის ხემძღვანელები ჯიუტად ენდობიან ჰოლანდიელ ვან გაალს და სჯერათ მისი.
ახლა "წითლები" მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ "ლესტერს" 10 ქულით ჩამორჩებიან, ამასთან ისინი გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის და ლიგის თასის გათამაშებებიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას მოთამაშეებზე და მწვრთნელზე.
"იუნაიტედი" წარმატების ნაკლებობას განიცდის ბოლო პერიოდში, ხოლო ჟოზე ამის გარანტია, მიუხედავად იმისა თუ რა დაემართა "ჩელსის" მიმდინარე სეზონში." - აცხადებს ანრი.
"ის კვლავაც ფანტასტიურ მენეჯერად რჩება და "იუნაიტედმა" რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოს ყველაფერი და პორტუგალიელი გადაიბიროს, რადგან კარგად ვხედავთ რომ ვან გაალთან ერთად არაფერი გამოდის.
თუკი "მანჩესტერ სიტი" მიიღებს პეპ გუარდიოლას, ხოლო "ჩელსის" თავკაცი სიმეონე ან სამპაული გახდება, რაც სავსებით შესაძლებელია, "იუნაიტედმაც" უნდა იმოქმედოს. არ შეიძლება ასე უბრალოდ ყოფნა და გაგრძელება.
ფანების გარკვეულ ნაწილს ვან გაალის მოშორება ახლავე უნდა და ადრე თუ გვიან, ისინი თავიანთ საწადელს მიაღწევენ."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.