"დერბისთან" გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის გათამაშების მეხუთე რაუნდში გააღწია და ახლა კვირას გასამართ კენჭისყრას დაელოდება, სადაც მათი შემდგომი მეტოქე გაირკვევა.
მანამდე კი, როგორც თავად ჰოლანდიელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლუი მეუღლესთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული ღვინით აღნიშნავს "ვერძების" დამარცხებას:
"სახლში დაბრუნებულს მეუღლე შინ დამხვდება, რადგან ის ახლახანს დაბრუნდა ჰოლანდიიდან, და ღვინოც უკვე გახსნილია.
გამარჯვების აღსანიშნავად ჩვენ არაჩვეულებრივ ღვინოს დავლევთ, შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებულსაც კი, რადგან ის ედ ვუდვორდმა მაჩუქა.
ყოველთვის, როდესაც ტრადიციული ექვსეულის წარმომადგენელს ვამარცხებ, ედისგან მსგავს საჩუქარს ვიღებ. არ მინდა ღვინის სახელი გავაჟღერო, რადგან ეს ცოტა არ იყოს ექსტრავაგანტული იქნება."
თბილი და მხიარული საუბრის შემდეგ, ლუის კვლავ მოუწია პრესის წარმომადგენლებთან არასასიამოვნოდ გასაუბრება, როდესაც მას უთხრეს, რომ "დერბისთან" შეხვედრაში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს მისგან უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ ვიდრე სხვა მატჩებში, აღშფოთებულმა ვან გაალმა ასეთი რამ უპასუხა:
"დღეს მათ განსაკუთრებული თავისუფლება არ ჰქონიათ, მათ ყოველთვის აქვთ თავისუფლება ჩემგან.
თქვენ გინდათ რომ ეს დაწეროთ და ამიტომ მეკითხებით რიტორიკულად. თქვენთვის ეს იყო მეტი თავისუფლება, თუმცა არა! ფილოსოფია ყოველ მატჩში ერთნაირია, ყოველი მატჩისთვის იდენტურად ვემზადებით.
მე ყოველთვის ვაძლევ ჩემს მოთამაშეებს თავისუფლებას, შემტევ გუნდს უფრო მეტი თავისუფლება აქვს ვიდრე დამცველს.
მე ვეუბნები ჩემს ბიჭებს, რომ ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოძრაოთ; თუმცა ხანდახან თავისუფლება მეტოქეზეც არის დამოკიდებული."
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.