თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2016, 15:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2780,
კომენტარები: 6
შირერი: "თასზე გამარჯვება ვან გაალს დროს მისცემს"
ალან შირერმა ვან გაალზე და "იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა.
შირერი:
ინგლისის ნაკრებისა და "ნიუკასლის" ყოფილმა თავდამსხმელი, ალან შირერი, თვლის რომ ინგლისის თასზე გამარჯვება ჰოლანდიელ სპეციალისტს მისცემს დროს და საშუალებას, წარმატებული კარიერა ჰქონდეს "იუნაიტედში".

"როდესაც გასულ წელს "არსენალმა" მოახერხა ამ ტურნირის მოგება, არსენ ვენგერმა კიდევ მიიღო დრო და მხარდაჭერა."

"მეთოფეების" თავკაცს გულშემატკივრები აკრიტიკებდნენ 9-წლიანი უტიტულო პერიოდის გამო, სანამ მათი გუნდი 2014 წელს FA-ს თასის მოგებას მოახერხებდა.

მაშინ ვენგერმა განაცხადა, რომ მოგებული ტიტული მის და გუნდის მიმართ ზეწოლას შეამსუბუქებდა.

"ხსენებული ტიტულის გარეშე წარმოდგენაც არ მინდა თუ რა კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა ვენგერს, ახლა "იუნაიტედიც" მსგავს სიტუაციაშია.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაში მეხუთე პოზიციას იკავებენ და 5 ქულით ჩამორჩებიან "ტოტენჰემს", ამას გარდა ვან გაალის გუნდი გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან და მხოლოდ ევროპა ლიგისთვის თუ შეძლებს ბრძოლას."


"მანჩსესტერ იუნაიტედის" ყოფილი გოლკიპერი და ლეგენდა, პიტერ შმეიხელი, გამოტყდა, რომ "წითლებს" აქვთ ერთადერთი შანსი სეზონი წარმატებულად დაასრულონ და ეს ინგლისის თასის მოგებაა.

"მათ რომ "დერბისთან" ვერ მოეგოთ - სეზონი დამთავრდებოდა.

მე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში, როდესაც ამ გუნდის სეზონი იანვარში სრულდება."
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
31 იანვარი 2016 16:38
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მართალია, შმეიხელი ჩვენი მაქსიმუმი სამეული და ინგლისის თასია, ისიც იმ შემთხვევაში თუ ლესტერი ძაან ჩაისვრის თორე თუ ნორმალურად განაგრძეს სამეულის შანსიც აღარ იქნება :(
0
№2
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2016 16:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ადგება ლუი და მოიგებს ევროპის ლიგას, ჩემპიონატში გავა მეშვიდეზე და იტყვის, ინგლისმა მადლობა უნდა გადამიხადოს, ჩემპიონთა ლიგა ხუთი გუნდი რომ ჰყავსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2016 17:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაქსიმუმი წლის ბოლომდე დარჩენაა, შემცვლელი რო არ ჩანდეს კიდევ შეიძლებოდა ფიქრი

მოურინიოს თუ დაითრევს ვინმე მერე მე დამაყენონ
0
№4
ავტორი: Giggsy
31 იანვარი 2016 21:34
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
General,
ამაზე უარესი რაღა უნდა დამართო :დდდდდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 თებერვალი 2016 09:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
ევროპის ლიგას რო ვერ მოიგებს შენც ხო იცი ?

მაქსიმუმ ინგლისის თასი მოიგოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 თებერვალი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ევროპის ლიგის მოგების ყველაზე ნაკლებად მჯერა მე პირადად, რაც შეეხება თასის მოგებას, სუ რო 10 თასი მოიგოს ვან გაალმა და ლიგაზე ვერ მოვხვდეთ სეზონი მაინც ჩავარდნილად ჩაითვლება რა თქმა უნდა. ასე, რომ მთავარი მაინც ოთხულში მოხვედრაა!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top