მიუხედავად იმისა, რომ "დერბის" წინააღმდეგ, სათასო დაპირისპირებაში, შუქ-ფარზე მხოლოდ უეინ რუნის, დეილი ბლინდის და ხუან მატას სახელები ეწერა, ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ფრანგი შემტევი, ენტონი მარსიალი, საუკეთესო იყო მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში.
ენტონის თანაგუნდელი, მაიკლ კერიკი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს სწორედ "დერბისთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, მარსიალს შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევს, როდესაც ფრანგი ხასიათზეა, საქებარ სიტყვებს არც ბელგიელი მარუან ფელაინი იშურებს და აღნიშნავს, რომ ენტონის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.
კერიკი: "მის ნიჭიერებაში პირველივე შეხვედრაში დავრწმუნდით, როდესაც "ლივერპულს" საუცხოო გოლი გაუტანა. ჩვენ გავაცნობიერეთ თუ როგორი ტალანტია ის, თუმცა ამ ყველაფერს მისგან ნამდვილად არ ველოდით. როდესაც იგი ისე თამაშობს, როგორც ეს "დერბისთან" გააკეთა, მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია, მოხარული ვარ რომ იგი "იუნაიტედის" ფეხბურთელია."
ფელაინი:"ენტონის უამრავი პლუსი აქვს, იგი სწრაფია, ტექნიკური, კარგი დრიბლინგით და ყოველთვის სახიფათო. იგი გუნდს ძალიან კარგად შეეწყო, უყვარს ვარჯიში, პრემიერ ლიგა და "იუნაიტედისთვის" თამაში. ეს ყველაფერი კარგია მისთვის, მაგრამ კარგია ასევე კლუბისთვისაც.
ის ძალიან ახალგაზრდაა, მან უნდა განაგძოს განვითარება და სწავლა ყოველდღე. მან კიდევ უფრო მეტი უნდა ივარჯიშოს, რადგან მომდევნო სეზონი ბევრად რთული იქნება, იმიტომ რომ, მას უკვე ყველა იცნობს. ვფიქრობ მას აქვს ტალანტი და აუცილებლად გახდება წარმატებული."