თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2016, 10:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3126,
კომენტარები: 10
რუნი: "აკრიტიკეთ ფეხბურთელები და არა მწვრთნელი"
უეინ რუნი ლუი ვან გაალის კრიტიკას არ ეთანხმება.
რუნი:
უეინ რუნის მიაჩნია, რომ ცუდი სეზონის გამო კრიტიკას "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები იმსახურებენ და არა მწვრთნელი.

"წითელი ეშმაკების" კაპიტანი ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდებს.

რუნიმ ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2016 წელს "იუნაიტედის" შედეგების გაუმჯობესებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მანამდე, ნოემბერსა და დეკემბერში გუნდს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა ყველა ტურნირზე.

"უპატივცემულობაა ყველაფრის მწვრთნელისთვის გადაბრალება. მოედანზე ჩვენ ვართ, ასე რომ, თამაშისა და შედეგებისთვის პასუხიც ჩვენ უნდა ვაგოთ.

უნდა დავდგეთ და მივიღოთ კრიტიკა, როცა მას ვიმსახურეთ. გამარჯვება ჩვენც გვინდა, რა თქმა უნდა - ყოველთვის გვსურს მოგება - და ჩვენ ვცდილობთ. ხანდახან 100%-ით იხარჯები, მაგრამ ამას მაინც ვერ აღწევ".


ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ მწვრთნელმა თავისი როლი შეასრულა უკანასკნელ გამარჯვებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი უარყოფს, თითქოს "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ მას ფეხბურთელებთან თავის ფილოსოფიაზე ესაუბროს, რუნი აცხადებს, რომ ინგლისის თასზე თამაშისგან გუნდმა უფრო მეტი სიამოვნება მიიღო, ვიდრე პრემიერ ლიგის შეხვედრისგან.

"მწვრთნელმა უფრო მეტი თავისუფლება მოგვანიჭა სვლისა და თამაშისთვის და ვფიქრობ, გუნდში განსხვავება მაშინვე გამოჩნდა. დაინახავდით, რომ სიამოვნებას ვიღებდით მატჩისგან, გოლების გატანისგან და ამის ხარჯზე გამარჯვებაც დავიმსახურეთ, ასე რომ, იმედი მაქვს, სამშაბათს "სტოკთან" კიდევ ერთ კარგ შეხვედრას ვაჩვენებთ".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2016 10:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მეორე მხრივ, უპატივცემულობაა ყველაფრის ფეხბურთელებისთვის გადაბრალება. ყველა ერთადაა დამნაშავე, ამიტომაც ჰქვია გუნდს გუნდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
31 იანვარი 2016 10:40
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
"მწვრთნელმა უფრო მეტი თავისუფლება მოგვანიჭა სვლისა და თამაშისთვის
ეს იმას ნიშნავს,რომ ზომბებივით ზუსტად ისე იმოძრაოთ როგორც გეუბნებათ და მოედანზე გადაადგილების საშვალებას მწვრთნელი არ გაძლევს. ესეც ატრაკებს რა.რაშუაშია გუნდი,როცა გეუბნება მწვრთნელი,რომ შენ ზონას არუნდა გაცდე. მაგიტომაცაა,რომ ვერ გაურკვევიათ ფეხბურთელებს აქამდე სად რაუნდა ქნან.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2016 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაი ეხლა რუნი რაა, მაშინ თუ ეგრეა მწვრთნელი აღარ ყოფილა საჭირო და ეგაა. გასაგებია, რომ მარტო მწვრთნელის ბრალი არააა გუნდის ესეთი ცუდი შედეგი, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც მწვრთნელს ეკისრება რა თქმა უნდა.
რაც შეეხება ამ სიტყვებს - "მწვრთნელმა უფრო მეტი თავისუფლება მოგვანიჭა სვლისა და თამაშისთვის და ვფიქრობ, გუნდში განსხვავება მაშინვე გამოჩნდა. " - აქ კარგად გამოჩნდა ვან გაალის "მარწუხები". დარწმუნებული ვარ ლუი უმკაცრესად ითხოვს იმ მითითებების შესრულებას ფეხბურთელებისგან, რასაც ის ვარჯიშებზე ავალებს. რა თქმა უნდა მწვრთნელის დავალებები უნდა შეასრულოს ფეხბურთელმა, მაგრამ აშკარაა, რომ თუ შეცდომა დაუშვეს ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან. შესაბამისად იუნაიტედის თამაშში ნაკლები რისკია, რაც ერთი-ორად უფერულს ხდის მანჩესტერის თამაშებს. ვინ იცის იქნებ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მანჩესტერი სასურველ შედეგებს ვერ აღწევს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2016 10:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ALEXFERGUSON,
კაპიტანია და უბრალოდ სხვა რამეს ვერ იტყოდა. არასწორიც იქნებოდა მისი მხრიდან, რომ ადგეს და თავისი გუნდის მწვრთნელის კრიტიკას მოჰყვეს პრესაში. შეიძლება არც ფიქრობს ამას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2016 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
გასაგებია დუმბო რასაც იძახი და მწვრთნელის კრიტიკას არავინ სთხოვს კაცო, უბრალოდ როცა ამბობ რო ყველაფერი ფეხბურთელის ბრალია და არა მწვრთნელისო ძალიან არარეალური ნათქვამია და დარწმუნებული ვარ რუნიზე კარგად ეს არავინ იცის. კარგი შედეგები მწვრთნელის ბრალია და ცუდი შედეგები ფეხბურთელების??? არაა ეს ესე რა თქმა უნდა და ყველამ ვიცით, რომ მწვრთნელი არის პირველი "დამნაშავე" როგორც წარმატებაში ასევე წარუმატებლობაშიც.
0
№6
ავტორი: temo1
31 იანვარი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი აზრით ესეც გამოდებილდა ვან გაალის ხელში. ეს წარუმატებლობა მარტო ვან გაალის ბრალი არ არის რათქმაუნდა მაგრამ როდესაც მწვრთნელი აყენებს ისეთ გუნდს რომელსაც არ შეუძლია მოგება ეს უკვე მწვრთნელის ბრალია. ვან გაალი პრემიერლიგაში აყენებს ლინგარდს, როდესაც ყავს დეპაი(მიუხედავად იმისა რომ არ აქვს საუკეთესო სეზონი), ან კიდევ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში როდესაც გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა ისევ ლინგარდი დააყენა და წაისხა. შეიძლება ახალგაზრდებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კარგია, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებში ჯობია დააყენოს ნორმალური მოთამაშეები და არა ლინგარდები. ეგრე ბარსელონაც ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდებზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მუნირი არ დაუყენებია რასაც მე ვუყურებ. ამიტომაც ეს წარუმატებლობა ასე თუ ისე მაინც მწვრთნელის ბრალია.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
31 იანვარი 2016 13:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მარტო ვან გაალს არავინ აბრალებს, მაგრამ უფრო მეტად მისი ბრალია, ვიდრე კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის.
0
№8
ავტორი: Malboro463
31 იანვარი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5879
ტოველ მატჩზე გასაკრიტიკებელი არ ხარ ბლ იად
კაპიტანი არ იყო გუნდშIც გასაჩერებელი არ ხარ მასეთი თამშით
0
№9
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2016 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კონკრეტულ ფეხბურთელებს ისედაც აკრიტიკებს ხალხი, მაგრამ როცა მთლიანად გუნდი ესეტ ფეხბურთს თამასობს, როცა ამხელა "წმენდა" იყო და ამდენი ხალხი მოვიდა მემგონი ლოგიკურია რომ ყველაფერი მწვრთნელის ბრალია
0
№10
ავტორი: JuanMata
31 იანვარი 2016 17:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნუ აბა ჰო არ იტყოდა, მწვრთნელს დააბრალეთ ყველაფერიო.
მარტო ვან გაალის ბრალი რა თქმა უნდა არაა, მაგრამ მწვრთნელზე დიდი პასუხისმგებლობაა.

"მწვრთნელმა უფრო მეტი თავისუფლება მოგვანიჭა სვლისა და თამაშისთვის და ვფიქრობ, გუნდში განსხვავება მაშინვე გამოჩნდა."

ეს მგონი ნამიოკი იყო იმაზე, რომ მწვრთბნელის ბრალია ბევრი რამე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top