ხუან მატა აცხადებს, რომ მოხარულია ინგლისის თასზე "დერბის" კარში გოლის გატანით და გამარჯვების მოპოვებით.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა შეხვედრის მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3–1 დააფიქსირა.
"გოლით ბედნიერი ვარ, რადგან მან მატჩში ინტრიგა მოკლა. ვფიქრობ, გავაკეთეთ ის, რაც ყოველ მატჩში უნდა ვაკეთოთ – ვიყავით უფრო სწრაფები, უფრო მეტი შანსი შევქმენით და სანახაობრივ თამაშს ვეცადეთ.
ადვილი არ არის "დერბის" სტადიონზე ჩასვლა და თამაში, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან მაღალ პრესინგს მიმართავდნენ, მაგრამ პირველ 30–35 წუთში ძალიან კარგად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში მატჩს ვაკონტროლებდით, მათ თითქმის არ შეუქმნიათ შანსი და ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ".
პირველ ტაიმში ანგარიში 1-1 დაფიქსირდა, ესპანელი კი მოხარულია თავისი თანაგუნდელების რეაქციით: "ერთი კუთხურით, ერთი ჯარიმით შეუძლიათ გატანა, მაგრამ ლამაზი თამაშის შედეგად გაგვიტანეს, ჩვენ კი მეორე ტაიმში სიმშვიდე შევინარჩუნეთ.
კვლავ იმას ვაკეთებდით, რაც უნდა გვეკეთებინა: სწრაფი პასები, წინ წასვლის მცდელობა, სივრცეებში თამაში, შემოტრიალება და წინ წასვლა, ვფიქრობ, ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და ამიტომაც გავიმარჯვეთ.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობ, ზეწოლას ყოველთვის განიცდი, უნდა მოიგო ყოველი მატჩი და ვფიქრობ, ზეწოლას გავართვით თავი, ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი, ახლა კი პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩის მოლოდინში ვართ".