თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2016, 23:14
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3952,
კომენტარები: 5
ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი
ხანდახან რთული მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობ გამოსავალი ერთია-გაიმარჯვო ლამაზად.
ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი
ჩვენი ხალხი- სერბები და რუსები -ახლოს არიან სულიერად. მოკლედ, სლავები- კარგი ხალხია. "სპარტაკში" ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, როგორც საკუთარ სახლში. არაჩვეულებრივი წელიწად–ნახევარი იყო. კარგი გუნდი და უდიდესი გულშემატკივრები!

მათ, ვინც დიდი ხანია გუნდში თამაშობენ, შეუძლიათ გაიზიარონ ის საინტერესო დუელები, ახსნან თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგივე "ლივერპულის" დამარცხება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ამას არ აკეთებენ, როგორც ალენიჩევი. დიმა ერთადერთია. მას ძალიან უნდოდა, რომ ლეგიონერებს სცოდნოდათ თუ რაოდენ დიდ გუნდში მივიდნენ. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია- იცოდეს ფეხბურთელმა რამდენი გულშემატკივარი ჰყავს მის გუნდს, რამდენჯერ გახდა ჩემპიონი და როგორ თამაშობდა ევროპაზე. სწორედ ალენიჩევთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ "სპარტაკს" ყოველ წელს სურს ტიტულის მოგება. ამით იგი ძალიან ჰგავს "მანჩესტერ იუნაიტედს".

რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის "ლივერპულის" მხრიდანაც. "იუნაიტედის" ინტერესზე ოდნავ მოგვიანებით შევიტყვე და წამითაც არ მიფიქრია, იქვე მოვაწერე ხელი მანკუნიანელებთან. აქ ყველაფერი მაწყობს- ულამაზესი ქალაქი, არაჩვეულებრივი გულშემატკივრები. იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედში" დასამახსოვრებელი კარიერა მექნება.

მანჩესტერის ბაზაზე ორთვიანი პაუზის შემდეგ მივედი. პირველ ვარჯიშზე ვერც სწორ პასს ვაკეთებდი და ვერც ბურთს ვიჩერებდი. საშინლად ვნერვიულობდი, მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა და ამის გამო ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა. რაც უფრო მეტს ვცდილობდი, მით უფრო ცუდად გამომდიოდა. გაბრაზებული ვიყავი და საკუთარ თავს ელემენტარული შეცდომის გამოც კი ვუყვიროდი. მაგრამ შემდეგ, როდესაც ცოტა დავმშვიდდი, შევამჩნიე, რომ სერ ალექსი მაკვირდებოდა. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ იგი საერთოდ ფიქრობდა ჩემზე. ყველამ კარგად იცოდა მისი ხისტი ხასიათი, ხოლო ჩემში გუნდმა დიდი თანხა გადაიხადა. მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფერგიუსონი ყველაფერს მშვიდად ეგებებოდა და მთხოვა იგივე გამეკეთებინა მეც. ახლა ვიცი, რომ იგი- ადამიანთა სულის ექსპერტია. მან ყველაფერი იცის ფეხბურთელებზე: ვარჯიშებზე, მოედანზე და მის მიღმაც. მისი ნდობა დიდ სტიმულს მაძლევდა.

სანამ ახალ გუნდს არ შევეჩვიე, ერთი ფიქრით ვცხოვრობდი- ტყუილად დავტოვე მოსკოვი. მუდამ მეჩვენებოდა, რომ ჩემს ფასს ვერ ვამართლებდი, გუნდის სარგებლობაზე აღარ ვლაპარაკობ. დიდი ხნის მანძილზე ვერ შევაფასე ინგლისური ფეხბურთის თამაში. ირგვლივ ძალიან ბევრი პრობლემა იყო.

მანჩესტერში იანვარში ჩავფრინდი, მანამდე შვებულებაში ვიყავი, ხოლო აქ ჩემპიონატი მიმდინარეობდა. სიჩქარეც ისეთია, რომ ევროპაში ასე სხვა არავინ თამაშობს. ამასთან ერთად, ვიგრძენი სხვაობა: "სპარტაკში" უბრალოდ პერსპექტიული მცველი ვიყავი, ხოლო აქ, ჩემგან უმაღლეს დონეს ითხოვდნენ. ეს არავის არ უთქვამს, მაგრამ ამას მუდამ ვგრძნობდი.

ცხოვრებაც გამირთულდა. მოსკოვში ბევრი სერბი მეგობარი მყავდა, ხოლო აქ ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. პირველი თვე ძალიან გამიჭირდა. ანნა ჯერ არ იყო ჩამოსული და მე სასტუმროში ვცხოვრობდი. მხოლოდ ვარჯიშზე გავდიოდი, სხვა დროს ოთახში ვიჯექი. ლამის ჭკუიდან შევიშალე ამ ოთხ კედელში. მხოლოდ პატრის ევრასთან მქონდა კავშირი, რომელიც ახლახანს მოვიდა გუნდში. მახსოვს, როდესაც ვეკითხებოდით ერთმანეთს: "ჩვენ ოდესმე აქ თამაში მოგვიწევს?"

დღემდე ვეგუები აქაურობას, მაგრამ ამჯერად კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით "მანჩესტერში". ძალიან გამიჭირდა პირველ თამაშებში, მაგრამ სიტუაციას გავუმკლავდი. ეს ახალი ქვეყანა იყო და ახალი გუნდი, პირველი რამდენიმე თვე ძალიან რთული იყო.

გუნდთან ერთად წინა სასეზონო მომზადება გავიარე და თავი უკეთ ვიგრძენი. ახლოს გავიცანი ყველა ფეხბურთელი. პირველ ვარჯიშებზე, არც ვიცოდი ვისთან ერთად ვთამაშობდი. ჩვენთან ერთად ხომ ბევრი ახალგაზრდაც ვარჯიშობდა. წარმოგიდგენიათ, რა უხერხულია, როდესაც ვარჯიშის დროს კითხულობ, ვინ არის აქ მცველი და ვინ თავდამსხმელი? ფერგიუსონი, რა თქმა უნდა, არ მივლიდა როგორც მამა, მაგრამ მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობოდა. იგი მეუბნებოდა: "ვიდა, ნუ ნერვიულობ და მშვიდად აკრიფე ფორმა. მე კარგად ვიცი, რა დონეზეც შეგიძლია თამაში".

როდესაც გუნდში მოვედი, ცუდ ფორმაში ვიმყოფებოდი. რთული პერიოდი მქონდა და საქმეც არც ისე კარგად მიდიოდა. უნდა ვაღიარო, რომ პირველი 2 თვე ყველაზე რთული იყო. ახლა ვხვდები, რომ მაშინ არ ვიყავი მზად, რათა პრემიერ ლიგაში მეთამაშა. მაგრამ მწვრთნელი ერთხელ მოვიდა ჩემთან და მითხრა: "სიამოვნება მიიღე შენი თამაშისგან და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მე ვიცი რატომ ხარ აქ, იმიტომ რომ გაქვს ნიჭი და დარწმუნებული ვარ, რომ მას მალე გამოავლენ".

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი

არც რუსეთში ვინდობდი თავს, მაგრამ იქ მსაჯები ინდობენ ფეხბურთელებს: ნებისმიერი პატარა შეტაკების შემდეგ, მსაჯი თამაშს აჩერებდა. ინგლისში კი პირიქით ხდება: აქ უყვართ კონტაქტური ფეხბურთი. ამის გამო ხშირად შავდები კიდევაც.

ყოველ თამაშში 100 პროცენტით ვიხარჯებოდი. ხშირად ყველაფერი ისე არ გამოდიოდა, როგორც მინდოდა, მაგრამ მთელი ძალებით ვცდილობდი. სულ ვცდილობდი ბურთი მომეგო და ალბათ, სწორედ ეს მოეწონათ "მანჩესტერში". ასეთია ჩემი სტილი. ასე ვთამაშობდი სულ და ასეთ სტილში გავაგრძელებ მომავალშიც. არ ვიცი, რატომ ვუყვარვარ მათ, რადგან ჩემი დონე ძალიან დაბალია! სიმართლე გითხრათ, მუდამ ვეკითხები ჩემს თავს: "რა ნახეს ჩემში?"

ყოველი მატჩი- ახალი ბრძოლაა. ინგლისში სურთ, რომ ჩვენ მეომრები ვიყოთ. ყოველ მატჩში ვცდილობ, რომ გერბი გავამართლო, რომელიც ჩემს ფორმაზეა. მიხარია, რომ ჯერჯერობით ეს კარგად გამომდის. ვსწავლობ ენას და ახლა უპრობლემოდ შემიძლია თანაგუნდელებს ველაპარაკო. ვიგრძენი ინგლისის ჩემპიონატი, შევეგუე მსაჯთა მიდგომას თამაშის მიმართ და რაც მთავარია, მიხარია, რომ თამაში გავაუმჯობესეთ და ვიმარჯვებთ.

რუსეთის ჩემპიონატი- მწვავე კონკურენციით ხასიათდება, ისევე როგორც სერბეთის ჩემპიონარი, სადაც "ცრვენა ზვეზდაში" ვთამაშობდი. მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგაში, უფრო მეტი ფიზიკური ბრძოლაა. ყოველი მატჩი ინგლისში- დიდი ბრძოლაა. აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყოველი მატჩი ბოქსს ჰგავს. მე უბრალოდ უნდა დავრწმუნდე, რომ მომავალში, რინგზე წაქცეული არ აღმოვჩნდები!

რუსეთში და სერბეთში მსგავსი ცხოვრების წესია. ინგლისში კი ყველაფერი განსხვავებულია. მათ, უბრალოდ დრო არ აქვთ ცხოვრებისგან სიხარული მიიღონ. სამუშაო დღეებში ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ნორმალურად დალაპარაკება, მხოლოდ ლანჩის დროს შეიძლება. საღამოს სახლში მოდიან და ტელევიზორს უსხდებიან: დილით კი ადრე დგებიან. მხოლოდ შაბათ-კვირას უჩნდებათ დრო, რათა მეგობრებს შეხვდნენ. მაგრამ ფეხბურთელებისთვის, სწორედ ეს დღეებია ყველაზე დაძაბული. რუსეთში გატარებული დროისგან სხვა მოგონებები დამრჩა. "სპარტაკში" ვარჯიშის შემდეგ რომელიმე თანაგუნდელი მოვიდოდა წინადადებით: "ბიჭებო, დღეს ერთად ვვახშმობთ!" და საღამოს მთელი გუნდი რესტორანში ვიკრიბებოდით. თან ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი.

მანჩესტერზე ინგლისში ლაპარაკობენ- წვიმის ქალაქი. მთავარი ისაა, რომ ეს ქალაქის ღირსშესანიშნაობაა.

ყველა ჩემი ოცნება ბავშვობაში დარჩა. მაშინ ვფიქრობდი: გამოვალ "ცრვენა ზვეზდას" მაისურით "პარტიზანის" წინააღმდეგ, გავიტან გადამწყვეტ გოლს 95-ე წუთზე და გავექანები პირდაპირ ფან-სექტორში, სადაც გულშემატკივრებში ჩავიძირები- მეტი არაფერი არ მინდა! ახლა, სხვაგვარად ვფიქრობ. რაიმე კონკრეტული ოცნება ფეხბურთში არ მაქვს, მაგრამ მაქვს ჯანსაღი ამბიციები.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი

ნერვიულობას ვიწყებ ყოველ ჯერზე, როცა თვითმფრინავით მოგზაურობა მიწევს. ჩემი ცოლი არც ისე კარგად იტანს ფრენას და ხშირად ნერვიულობას მაწყებინებს. გასაგებია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ხშირად მიწევს ფრენა და ხშირად, როდესაც თვითფრინავში შევდივარ, ვფიქრობ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ბობი ჩარლტონი ამ მხრივ საოცარი ადამიანია. იგი ძალიან მამაცია. ვერ წარმოვიდგენ იმას, რაც მან გადაიტანა. ნამვილად ვერ წარმოვიდგენ.

არ მყავდა გამორჩეული ფეხბურთელი. არ არსებობდა ფეხბურთელი, რომელსაც მინდოდა დავმსგავსებულიყავი. მაგრამ ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელთა თამაშის ყურება მსიამოვნებდა. როდესაც ბავშვი ვიყავი, ყოველ შეხვედრაში მინდოდა ისე მეთამაშა, როგორც ის ფეხბურთელი, რომლის თამაში იმ მომენტისთვის მომწონდა. ვუყურებდი მატჩს და შემდეგ მოედანზე გავდიოდი ფიქრით: "მე-ფაუსტინო ასპირილია ვარ" ან "მე-დაიან სავიჩევიჩი ვარ". ძალიან მომწონდა "ცრვენა ზვეზდას" გუნდი, რომელმაც ევროპის თასი მოიგო 1991 წელს... პროსინეჩკი, პანჩევი, ბელოდედიჩი, იუგოვიჩი. ამ ფეხბურთელებმა მოიგეს ტიტული გუნდისთვის, რომელსაც ბავშვობაში ვქომაგობდი. ალბათ, ყველა ის ფეხბურთელი ჩემი გმირი იყო.

90-ში ფეხბურთი ყველაფერი იყო. ეს საუკეთესო საშუალება იყო, რათა თავი მსოფლიოსთვის წარმოგედგინა. იმ მომენტისთვის ბევრი ცუდი იყო- მკვლელობა, დაბომბვა, ომი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ "ცრვენა ზვეზდას" და ეროვნულ ნაკრებს წარმატებით ეთამაშა, რათა პროპაგანდის წინააღმეგ ნაბიჯი გაგვეკეთებინა. ეს საუკეთესო საშუალება იყო, რათა გვეჩვენებინა, რომ სერბებს ისევ უყვართ ფეხბურთი და სპორტული შეჯიბრებები. დღეს, ფეხბურთი სერბეთში რჩება ნომერ პირველ სპორტად და ყველას სურს "ცრვენა ზვეზდაში" თამაში.

როდესაც სერბეთს ბომბავდნენ, ხალხი აგრძელებდა ფეხბურთის თამაშს. "ცრვენა ზვეზდა" აგრძელებდა მატჩების ჩატარებას და ხალხი იკრიბებოდა სტადიონზე, იმის მიუხედავად, რომ ომი იყო. ეს წარმოუდგენელი იყო! მახსოვს, როდესაც დაბომბვა დაიწყო, ჩვენ მოედანზე გასვლის გვეშინოდა, რადგან არავინ იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო. არავინ იცოდა, სად შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო ბომბი. მაგრამ ერთი თვის შემდეგ, ხალხი მიხვდა, დამშვიდდა და მიხვდა, რომ დაბომბვის მიზანი საბრძოლო ობიექტები, სახელმწიფო შენობები და ხიდებია. ამიტომ, ჩვენ ვთვლიდით, რომ კარგი იქნებოდა მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში. ხალხს ძველებურად სურდათ ჩვეულებრივად ცხოვრება და სტადიონებზე სიარული.

ვიცი, რომ სულ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ეს არ მოხდეს. არავის არ სურს იმ გუნდის ნაწილი იყოს, რომელიც მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს. როდესაც მოედანს ტოვებ, გინდა რომ ამაყობდე იმით, რაც მოედანზე გააკეთე. გინდება საჩუქარი გაუკეთო გულშემატკივრებს. ჩვენ ვთამაშობთ მხოლოდ მათთვის. იდეალური სცენარი- არის, როდესაც ართობ იმას, ვინც გგულშემატკივრობს და ამავდროულად სხვადასხვა ტიტულებს იგებ. ხანდახან რთული მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობ გამოსავალი ერთია- გაიმარჯვო ლამაზად.

მთავარი ისაა, რომ იგი ფეხბურთელებში თავდაჯერებლობას მატებს. მას სჯერა ჩვენი და გვენდობა. თუ პრობლემა გაქვს, იგი აუცილებლად დაგეხმარება. პირველი ნახევარი წელი ინგლისში მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ყველა ფეხბურთელი განიცდის რთულ პერიოდს ცხოვრებაში. იგი გვეხმარება ამის დაძლევაში. მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ფერგიუსონის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. ხანდახან იგი შეიძლება ძალიან უხეში იყოს, ზოგჯერ კი მასთან საუბარი სასიამოვნოა. სწორედ ამაშია საქმე. მან ყოველთვის იცის, თუ როგორ მოიქცეს ფეხბურთელებთან. ამიტომ მივიჩნევ მას უდიდეს ადამიანად.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი


"სპარტაკი" ძვირფასია ჩემთვის და ძალიან მიყვარს. იქ ყოფნა მნიშვნელოვანი საფეხური იყო ჩემს ცხოვრებაში და სათამაშო კარიერაში. მინდა, მოკითხვა შემოვუთვალო გუნდის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, რომლებიც სულ გვერდში გვედგნენ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ ერთხელ ჩემთვის ნაცნობ სტადიონზე "ლუჟნიკებზე" და იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" თბილად შეხვდებიან, არა მხოლოდ მათი ქომაგები, არამედ "სპარტაკის" მხარდამჭერებიც. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ვეცდებით ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

დღეს ჩემი ოცნება ახდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. როდესაც ტერრიმ ააცილა, მე ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. უბრალოდ ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ანელკას შემდეგაც ვერაფერი გავიგე რა მოხდა.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი

ერთ რამეს მივხვდი: მე ვთამაშობ საუკეთესო გუნდში, რომელშიც კი შეიძლება ითამაშო! ჩვენ ნაციონალური ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს ყველაფერი ერთ სეზონში მოვახერხეთ. დღემდე არ მჯერა! მაგრამ რომ იცოდეთ და გრძნობდეთ იმას, თუ რამდენი ვიშრომეთ ჩვენ ამისთვის!

მოსკოვში უბრალოდ ტევესს ამოვუდექი გვერდში, ნერვებს ვერავინ ვერ თოკავდა და დროგბამაც ვერ მოით,ინა. მინდა თუ არა მას სამაგიერო გადავუხადო? საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე. მე პროფესიონალი ვარ და ჩემს თამაშზე ვფიქრობ. და თუ შემდეგ შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ მომენტის ძებნას დავიწყებ, რათა დროგბას მივარტყა, სადმე ნამდვილად შევცდები.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი


ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი


ჯერ არასდროს არ დამიმარცხებია "ზენიტი". არა და როგორ მინდა! თუმცა, მახსოვს, რომ 2005-ში მათ თერთმეტმეტრიანი გავუტანე და 1-1 ვითამაშეთ. ახლა, მათი შემადგენლობა ძალიან შეიცვალა. ვისაც ვიცნობდი, მხოლოდ დენისევი და არშავინი დარჩა.

პოგრებნიაკი "სპარტაკიდან" მახსოვს. იგი პავლიუჩენკოსთან ერთად მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი იყო, რადგან მწვრთნელები არ ენდობოდნენ. ერთმა წასვლა გადაწყვიტა, მეორე დარჩა და თავის შანსს დაელოდა. საბოლოოდ, დღეს ორივეს მთელი ევროპა იცნობს!

რა თქმა უნდა, ბიჭები ნერვიულობენ, როდესაც პირველად უწევთ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ და დავამშვიდოთ. მათგან მხოლოდ ერთს ითხოვენ-თავდაუზოგავად ვარჯიშს. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს მათთვის უკეთესია. რაიან გიგზს, პოლ სქოულზს და გარი ნევილს უდიდესი რჩევების მიცემა შეუძლიათ და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან.

იყო კაპიტანი- დიდი მიღწევა და პატივია ჩემთვის. მომწონს ეს პასუხისმგებლობა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გუნდში რამდენიმე კაპიტანია -გარი ნევილი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი და რაიან გიგზი. ისინი გუნდის ნამდვილი ლიდერები არიან. ეს ბიჭები ნამდვილი გმირები არიან ახალგაზრდებისთვის. ვეცდები მთელი ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რათა გუნდს წარმატების მოსაპოვლებლად დავეხმარო.

მე ამაყი ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ჩემთვის. მწვრთნელმა იმით ახსნა ეს, რომ კაპიტანი ის უნდა იყოს, რომელიც რეგულარულად გამოდის მოედანზე. მას შემდეგ დიდად აღარ შევცვლილვარ. მაგრამ ამავდროულად, ხშირად დავიწყე პასუხისმგებლობაზე ფიქრი და ჩემს ქცევებზე, თამაშზე და ვარჯიშზე. ვიცი, რომ სამაგალითო უნდა ვიყო, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

მე ჯერ კიდევ მინდა თამაში და პროგრესირება, მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, როგორ დავეხმარო ახალგაზრდებს განვითარებაში. ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ქცევები მოედანზე მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. როდესაც ახალი მოსული ვიყავი აქ, ვხედავდი, როგორ აკეთებდნენ ანალოგიურს რაიანი, სქოულზი, გარი, რიო და ედვინი, ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა მსგავსის გაკეთება.

ჩვენი მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ლიგა მოგვეგო და "ლივერპულისთვის" გადაგვესწრო, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გვინდა უფრო გავუმჯობესდეთ. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც კაპიტნის სამკლაური მანდეს და მინდა გითხრათ, რომ ვტკბები ამ მომენტით. მაგრამ ჩემპიონატი რომ არ მოგვეგო, ნამდვილად გვეწყინებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება შევძელით და მნიშვნელოვანი ჩემპიონობა გავიფორმეთ. სიმართლე გითხრათ, იმ დღიდან რაც გუნდში მოვედი, უფრო და უფრო განვვითარდით. გასაკვირია. ხუთი წელიწადია გუნდში ვთამაშობ, ოთხჯერ მოვიგეთ ჩემპიონატი და სამჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იყო ამ გუნდის ნაწილი- ოცნებაა.

ბოლო დროა, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. უდავოდ, კარგი გუნდია, მაგრამ მათ ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებიათ. მაგრამ ცხვირს იქ ყოფენ სადაც საჭირო არაა. მათ აუცილებლად უნდა შევაგნებინოთ, რომ მანჩესტერში, მხოლოდ ერთი მბრძანებელია. ჩემთვის სულერთია ითამაშებს თუ არა ტევესი- ჩემი საქმე კარგად ვიცი. როგორც სხვა ფეხბურთელებმა "იუნაიტედში".

როდესაც დერბიში მარცხდები და თან ასეთი ანგარიშით, ძალიან რთულია ამის გააზრება, მაგრამ კარგი ხასიათი გამოვამჟღავნეთ ამ კვირაში. თავჩაწეული არ გავდიოდით ვარჯიშებზე. ბევრს ვვარჯიშობდით, რადგან გვინდა, რომ უკეთესები გავხდეთ. ვფიქრობ, რომ ეს კარგი მიდგომაა, რათა ცუდი შედეგი დავივიწყოთ.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი


კომპლიმენტები ხშირად არც ისე კარგია. კრიტიკა კი პირიქით. დაბრუნდით სეზონის დასაწყისში, როდესაც ხალხი ცდილობდა ამ გუნდის შედარებას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინა ვერსიებთან. ზოგჯერ, კრიტიკა გვეხმარება. ისინი გაიძულებენ იმოძრაო, მეტი იმუშაო, რათა დაუმტკიცო მათ, რომ სიმართლეს არ ლაპარაკობენ. კომპლიმენტები კი პირიქით, გამშვიდებს. თუ მოვიგებთ ჩემპიონატს, დავამტკიცებთ, რომ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და კრიტიკები შეცდნენ.

დიახ, მე დავბრუნდი მოსკოვში დიდი ხნის შემდეგ. ბოლო ორი დღე კარგად გავატარე. ბოლოს აქ 3 წლის წინ ვიყავი, მაგრამ ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ მოსკოვი შეიცვალა- კარგის მხრივ. მიხარია რომ ჩამოვედი. ტრიბუნების მხარდაჭერა არაჩვეულებრივი იყო. ჩვენ რუსი ქომაგებიც კარგად შეგვხვდნენ. თუმცა, ამას არ გავუკვირვებივარ: სერბეთს და რუსეთს კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. ყველა რუს გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო.

ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ როა სანაკრებო კარიერა დავასრულა. ვფიქრობ, რომ ათ წლიანი კარიერის შემდეგ, დროა გვერდზე გავიწიო და ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვისთანაც კი მიმუშავია. ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ.

იმედი მაქვს საფეხბურთო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დავასრულებ. გასულ წელს ჭორი გავრცელდა, თითქოს გუნდს ვტოვებ, მაგრამ მე ყველას დავუმტკიცე სად მსურს თამაში და რომელი გუნდი მიყვარს. "იუნაიტედის" ჩემი კარიერის საუკეთესო წლები მივეცი და გუნდის დატოვებაზე ლაპარაკი-არა კორექტულია. სულ ვცდილობ ჩემი კარგი თამაში ვაჩვენო. რა თქმა უნდა, ყველას აქვს, როგორც კარგი დღე, ისე ცუდიც, მაგრამ მე ვცდილო 100 პროცენტით დავიხარჯო. ამასთან ერთად, კაპიტნის სამკლაურს ვატარებ, რაც მიმატებს პასუხისმგებლობას. ჩემი პირიდან არასდროს არ ამოსულა წინადადება, რომ მე "იუნაიტედს" დავტოვებ. მომწონს ამ გუნდში ყოფნა და ვფიქრობ, ეს ჩემი თამაშითაც დავამტკიცე.

ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ, თუ რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. რთულია ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთში დავრჩები. ალბათ ვეცდები, რომ მწვრთნელი გავხდე. თუმცა ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ამაზე ფიქრი არ მაჯავრებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თამაშში ვრჩები. ფეხბურთი-ჩემი ცხოვრებაა, განა ასე არ არი?

ახლახანს, ვიღაც გულშემატკივარმა გამომიგზავნა სურათი, როდესაც პირველად მოვედი გუნდში. მაშინ თმები უფრო გრძელი მქონდა და საერთოდ სხვანაირად გამოვიყურებოდი. ეს სურათი პეტს ვაჩვენე, რადგან გუნდში ერთდროულად მოვედით და მან თქვა: "შეხედე ერთი, როგორ დავბერებულვართ!" რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და არცერთი ჩვენგანი თავს არ გრძნობს დაბერებულად. ჩვენ მხოლო იმას ვგრძნობთ, რომ ეს ფანტასტიური გუნდია და მისი ნაწილი ვართ. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ხუთი წელი არა ნაკლებად წარმატებული იქნება!

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი

მოვიდა დრო ბუცები ლურსმანზე დავკიდო. მე ტრავმები დამსდევდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და მათ თავისი როლი ითამაშეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელს, რომლებთანაც ერთად მითამაშია, გუნდის მწვრთნელებს და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მთელი კარიერის მანძილზე.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი

პოლ სქოულზი: „მისი დებიუტი „ბლეკბერნთან“ შედგა გასვლაზე, მაშინ რიო ფერდინანდი ნახევარდაცვაში თამაშობდა, შემდეგ კი მოედნიდან გააძევეს, ნამდვილი საგიჟეთი იყო. ბურთი ჯერ ერთ კარში იყო, შემდეგ მეორეში. ბევრი შეცდომა იყო დაცვაში და ჩვენ დამვარცხდით 4:3. ნემანია მალე მიხვდა, რომ საკმაოდ ძლიერი არ არი და იქვე დაიწყო ამის გამოსწორება.

მომდევნო წლებში, ხშირად ვხედავდი გასახდელიდან გასვლისას სავარჯიშო დარბაზში, როგორ წიკავდა ნემანია სიმძიმეებს. მან მისგან დიდი ცენტრალური მცველი შექმნა, რომელსაც ფორვარდის გამოთიშვა შეუძლია. იგი მანამდეც კარგად თამაშობდა მეორე სართულზე, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ, იგი დაუმარცხებელი გახდა. ნემანიამ ბევრჯერ გვიხსნა რთულ სიტუაციებში. იგი გუნდის ლეგენდა გახდა. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო კარიერის დასასრული გაიფუჭა „ოლდ ტრაფორდზე“.
ალექს ფერგიუსონი: „ნემანია-ხისტი და უკომპრომისო პატრიოტია საკუთარი ქვეყნის. 2009-ში იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შეიძლება გამომიძახონ“. მე შეწუხებულმა ვკითხე რაზე იყო ლაპარაკი, ვინაიდან იმ მომენტისთვის სანაკრებო თამაშები არ ტარდებოდა. „კოსოვოში წავალ საომრად. ეს ჩემი მოვალეობაა“,-მითხრა ნემანიამ. იმ მომენტში, მას თვალებში ცეცხლი ჰქონდა“.

ცხოვრების წესი. ნემანია ვიდიჩი


სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2016 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგიუსონის მიდგომა ფეხბურთელებთან მართლა საოცარი იყო, იცოდა როგორ მიეცა მოტივაცია და საწირო მომენტში გვერდში ედგა ყველას, ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი უბრალო ფეხბურთელებს ვარსკვლავებად რომ ზრდიდა

ვიდა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და თავდადებული ფეხბურთელი იყო და ალბათ ასეთი დიდი ხანი არ გვეყოლება, არასდროს დამავიწყდება ამის ჩატარებული მატჩები ალბათ, როცა კარიერის პიკი ჰქონდა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2016 00:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზენიტთან წაგება ჩემი ერთ–ერთი ყველაზე სამწუხარო მოგონებაა. სუპერთასი ისეთმა გუნდმა წაგვართვა, რომ არ ველოდი. თუ სწორად მახსოვს, ის ერთი გოლიც ვიდამ გაუტანა თავით.

ფერდიც ამბობს, რომ თავიდან მაგრად არ სჯეროდათ ფეხბურთელებს, მაგრამ მერე ყველას აჩვენა რა შეეძლო. ყველაზე მეტად, მაინც ამის გაღუნული ცხვირი მიყვარდა.

ლაშა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ViDa
1 თებერვალი 2016 00:01
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
უნიკალური პიროვნება იყო და არა ნაკლები ფეხბურთელი!

მეტი რა უნდა თქვა ამ ადამიანზე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: temo-scholes
1 თებერვალი 2016 03:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ჩვენი წითელი ტერმინატორი ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება!!! love
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 თებერვალი 2016 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"იმედი მაქვს საფეხბურთო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დავასრულებ"-ძალიან რაღაც ისე ჩამრჩა გულში ეს სიტყვები როცა წავიკითხე. დარწმუნებული ვარ, რომ მოენდომებინათ ვიდას ეს სურვილი აუცილებლად აუხდებოდა, მაგრამ არაუშავს. ვიდა ყოველთვის იქნება სამაგალითო როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი. მისი თავდადება მართლა გასაოცარი იყო და ალბათ პირველ რიგში ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ვიდიჩი ესე ძალიან შეგვიყვარდა love

სტატია რა თქმა უნდა უმაგრესი იყო და მადლობა ლაშას ( ვიდას wink )
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top