"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები მიესალმნენ ნემანია ვიდიჩს, რომელმაც 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები მიესალმნენ ნემანია ვიდიჩს, რომელმაც 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რვა წლის განმავლიბაში სერბმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 1 თასი მოიგო.
მაიკლ კერიკი
"გილოცავ, ვიდა, არაჩვეულებრივ კარიერას. მე ერთ-ერთი ვარ იმ ბედნიერ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც კი შენთან უთამაშიათ. უდიდესი მოგონებები, ახლა კი გოლფი!"
რობინ ვან პერსი (ინსტაგრამზე)
"დიდი პატივი და სიამოვნება იყო ნამდვილ ჩემპიონთან და პროფესიონალთან ერთად თამაში. შენ ნამდვილად იქნები ჩემი საუკეთესო თერთმეტეულის წევრი! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრების მომდევნო საფეხურზე. დარწმუნებული ვარ, იგი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც შენი საფეხბურთო კარიერა! შენ არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი ხარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჩემო მეგობარო, და მადლობა უდიდესი მოგონებებისთვის!"
ენდრიუ კოული
"ყოჩაღ. უმაღლესი პროფესიონალიზმია. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ისეთ ფეხბურთელთან, როგორიც ვიდა იყო"
ეშლი იანგი
"მასთან ერთად და მის წინააღდეგაც მითამაშია...უდიდესი ფეხბურთელი!
ნორმან უაითსაიდი
"მშვენიერ დასასრულს გისურვებ, ნემანია. შენ განსხვავებული კლასის იყავი, როდესაც ჩვენთან ერთად თამაშობდი"
ფილ ჯონსი
"დიდი სიამოვნება იყო ასეთ ადამიანთან ერთად თამაში. ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდი. ლეგენდა! გილოცავ, ვიდა"
დენი ჰიგენბოთამი"დაცვის ხაზმა ბევრი დაკარგა. ნევილი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა და მათ უკან, კარში ვან დერ სარი. ლიდერები!"
პედი კრერარდი"მინდა მივულოცო მისტერ ვიდიჩს ღირსეული კარიერის დასასრული"
წყარო-skysports