რიო ფერდინანდმა ნემანია ვიდიჩი შეაქო და მას თავისი საყვარელი ცენტრალური მცველი უწოდა.
წყვილმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული დუეტი შექმნეს, რომელიც 7 წელიწად–ნახევარს ითვლის, ამ პერიოდში კი მათ პრემიერ ლიგის 5, ლიგის თასის 3 და ერთი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგეს.
პარასკევს ვიდიჩმა კარიერა დაასრულა, ფერდინანდმა კი ფეისბუქის საშუალებით მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ჩვენი პარტნიორობის შესახებ ყოველთვის მეკითხებიან – განსაკუთრებული ვარჯიშები გქონდათ და ა.შ...?
არა, ნამდვილად არა, ეს იყო რაღაც, რაც ბუნებრივად მუშაობდა. იგი ძალიან აგრესიული იყო, საჯარიმოს გარედან პირველი პასით შეტევის წამოწყება უყვარდა, მოწინააღმდეგე თავდამსხმელების შეჩერება & ეს ყველაფერი მომწონდა. ჩვენი პარტნიორობა საუკეთესო გახდა მატჩებში".
ის იყო მცველი, რომლისაც ეშინოდათ. ნებისმიერ ფიზიკურ ორთაბრძოლაში შედიოდა, შეჯახებისას ზიანდებოდა და ბურთზე ისე უტევდა, როგორც არავინ.
მაგრამ ის სიცილით გეტყვით, რომ ბურთითაც კარგად თამაშობს, რამაც სრულყოფილი & დიდებული მცველი გახადა. რადგანაც იგი ძალიან კარგი იყო აგრესიულ/შემტევ თამაშში და ხალხი ბურთთან მის მოპყრობას აღტაცებით აკვირდებოდა"
ნემანია "ოლდ ტრაფორდზე" 2006 წლის იანვარში 7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.
სერბი "იუნაიტედმა" პატრის ევრასთან ერთად შეიძინა, რომელიც "მონაკოდან" ასევე იანვარში გადაიბირა, მაგრამ დასაწყისში ორივე მათგანს უჭირდა გულშემატკივართა გულის მოგება.
ფერდინანდი აცხადებს, რომ ფანები არ იყვნენ ერთადერთნი, რომელთაც ვიდიჩის პოტენციალში ეჭვი ეპარებოდათ - მაგრამ მისი თანაგუნდელები ვერ აცნობიერებდნენ მონდომებას, რომელსაც მომავალი კაპიტანი წარმატების მისაღწევად ავლენდა.
"საიდან არის? სადღაც ფსკერიდან" აი ასეთი კომენტარი ისმოდა პირველ ვარჯიშზე, რომელზეც ვიდა ვიხილეთ!
მაგრამ იმის ხილვა, თუ რამდენად დაუჯერებელ კონდიციებს მიაღწია "იუნაიტედში", როგორ მუშაობდა თავის თავთან ფიზიკური და მენტალური კუთხით, ნამდვილად დიდებულია.
უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველდღე საუკეთესო ფორვარდების (კრიშტიანუ რონალდუ, რობინ ვან პერსი, საჰა, უეინ რუნი) წინააღმდეგ თამაშობდა ვარჯიშებზე - რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია რუსეთის ლიგიდან გადასული ფეხბურთელისთვის".
"მაგრამ გასახდელ ოთახში გაცილებით ცივი სამყაროა, სადაც განკითხვა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხდება - და ვიდა განიკითხეს! ვიდა დიდი მოაზროვნეა. მაშინაც ის იყო, ვინც ახლა არის, ასე რომ, ყოველი კუთხიდან მისთვის შეკითხვების დასმას თავბრუ უნდა დაეხვია კლუბში ისედაც რთული ვარჯიშების დროს.
დარბაზში სიძლიერეზე მუშაობდა, პრემიერ ლიგაში წარმატების მისაღწევად სწორედ ეს იყო საჭირო და შემდეგ უკვე ჩაეწერა ჩვენს გუნდში"