ინგლისის თასი, მე-4 რაუნდის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "დერბის" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, უეინ რუნიმ ბრწყინვალე გოლით მოახერხა საკუთარი გუნდის დაწინაურება. "იუნაიტედის" ცენტრალური ხაზის შეცდომას 37-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.
65-ე წუთზე დეილი ბლინდმა ლინგარდის გადაცემით ისარგებლა და წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. მატჩის საბოლოო ანგარიში ხუან მატამ დააფიქსირა, რომელმაც მარსიალის გარღვევის შემდეგ მოახერხა მეტოქის კარის აღება, 1-3, "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.