პრეს ასოციაციის ახალი ჩვენება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საერთო გასავალი სერ მეტ ბასბის მწვრთნელობის ბოლო წელს ოთხჯერ ნაკლები იყო, ვიდრე უეინ რუნის ამჟამინდელი ხელფასი.
კლუბის 1969 წლის ანგარიშმა, რომლის ასლი პრეს ასოციაციამ გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ "იუნაიტედმა" "ხელფასებისა და ბონუსების" სახით 204 028 ფუნტი გადაიხადა და ეს მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელებთან კლუბის რიგებში თამაშობდნენ დენის ლოუ, სერ ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი.
1969 წლის 23 წლით დათარიღებული დოკუმენტი ცხადყოფს, თუ რამდენად შეიცვალა ფეხბურთის ფინანსური მხარე ბესტის შემდეგ
დღევანდელ ვალუტასთან მიმართებაში აღნიშნული თანხა 3 მილიონი ფუნტის ექვივალენტურია - რაც 203 მილიონის, 2014/15 წლებში გაღებული თანხის 1.5 პროცენტია.
"იუნაიტედის" კაპიტანი კვირაში 260 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, რაც წელიწადში 13.5 მილიონია.
რაც შეეხება თანხის რაოდენობას, რომელთანაც კლუბი მუშაობდა, "წითელი ეშმაკების" საერთო შემოსავალი 1968-69 წლებში 569 418 ფუნტი იყო (დაახლოებით 8.5 მილიონი ფუნტის ექვივალენტი დღეს), მაშინ, როცა 2015 წელს იგივე მაჩვენებელი 395.2 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო ხარჯვის პროცენტულობა ძველი დროის 35 პროცენტიდან 50-მდე გაიზარდა.
1969 წლის დოკუმენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეიცვალა ფეხბურთი ფინანსური მხრივ.
დუნკან დრასდომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ ჯგუფ Trust-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სპორტის პრეს ასოციაციას განუცხადა:
"არ ვაპირებ დღეს ფეხბურთელები გავაკრიტიკო გამომუშავებული თანხის გამო, რადგან ეს მიახლოებულია იმასთან, რასაც სხვა კლუბები სთავაზობენ.
გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა, ციფრები სიგიჟეა.
მაგრამ სპორტისა და სხვა გართობის მუშაკები უდიდეს თანხებს იღებენ და ვერ ვხვდები, მაინცდამაინც ფეხბურთელებს რატომ აკრიტიკებენ.
ფეხბურთი ისევ სამოყვარულო სფერო რომ იყოს, ფეხბურთელები მაინც გვეყოლებოდა. ვიღაც, ალბათ, არ ითამაშებდა - მაგრამ ვეჭვობ, ბევრი საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ითამაშებდა.
არც ის მგონია, რომ 1969 წლის ფეხბურთელებისთვის დღენვადელი თანხები რომ შეგვეთავაზებინა, უარს გვეტყოდნენ".წყარო:
dailymail