"იუნაიტედის" კაპიტნის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
უეინ რუნი 3 აგვისტოს "ოლდ ტრაფორდზე" მისდამი მიძღვნილ მატჩში თავის ბავშვობის საყვარელ კლუბს დაუპირისპირდება.
"იუნაიტედის" კაპიტანმა, რომელმაც კარიერა "გუდისონ პარკზე" დაიწყო, "ევერტონის" მწვრთნელი რობერტო მარტინესი დაითანხმა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მის გუნდს ეთამაშა.
მარტინესს არ სურდა 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე გუნდი გადაეღალა, მაგრამ "ევერტონის" ბოსებმა რუნის თხოვნა დააკმაყოფილეს.
მატჩზე შემოსული თანხა, რომელსაც სატელევიზიო შემოსავალიც დაემატება შეხვედრის ტრანსლირების შემთხვევაში, მთლიანად რუნის მიერ არჩეულ საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. "ალდერ ჰეი ბავშვთა საავადმყოფო" ლივერპულში, "კლეირ ჰაუს ჰოსპაისი", "საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი" და NSPCC - თითოეული მათგანი მიიღებს თანხას.
უეინ რუნი დუნკან ფერგიუსონის საპატივცემულო მატჩზე
კლუბები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას ექნება ოფიციალური მატჩის სახე და არ გამოიყენებენ ჩვეულ აღსანიშნავ წრეს, რომელიც ასეთი სახის მატჩებში მეორე ტაიმში ტარდება.
მატჩის ოფიციალურად დადასტურება მომდევნო კვირაშია მოსალოდნელი, მაგრამ მარტინესი "მანჩესტერ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალში დამარცხებიდან რამდენიმე საათში დათანხმდა პირობებს.
წყარო:
dailymail