ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩის პრევიუ.
"დერბი ქაუნთი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "პრაიდ პარკი", დერბი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: პარასკევი, 29 იანვარი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 23:55, (ჩვენი დროით)
"დერბი ქაუნთი"
ტრავმირებულები: ლოუ, ფორსაიტი, ჰიუზი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:
"დერბის" მთავარი მწვრთნელისთვის, პოლ კლემენტის განკარგულებაში სავსებით ბრძოლისუნარიანი გუნდია გარდა დიდი ხნის ტრავმირებული მაქს ლოუს, კრეიგ ფორსაიტისა და უილ ჰიუზისა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, როხო, ვალენსია, ჯონსი, იანგი, შვაინშტაიგერი, დარმიანი, პაუელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კერიკი
განაცხადი:
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მატეო დარმიანი "დერბის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ მისი ტრავმა არც ისე სერიოზულია აღმოჩნდა. ამგვარად, "იუნაიტედს" ხუთი მცველი ჰყავს დაშავებული. სამაგიეროდ, მოედანზე დაბრუნება შეუძლია მაიკლ კერიკს, თუმცა საეჭვოა, რომ მთელი მატჩი ჩაატაროს.
"დერბი ქაუნთი"
მე-5 ადგილი, 49 ქულა (ჩემპიონშიპი)უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-წ-მ-ფ-წ-წ
"ბარნლისთან" გასვლაზე 4–1 დამარცხების შემდეგ ჩემპიონშიპში მეხუთე ადგილს იკავებს და 49 ქულა აქვს დაგროვილი.
"დერბიმ" მიმდინარე სეზონში სახლში ჩატარებული 14 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო – 7 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.
ჩემპიონშიპში ბოლო 5 შეხვედრაში ვერ იმარჯვებს – 2 ფრე, 3 წაგება. ამ ხუთ შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა.
ინგლისის თასზეინგლისის თასი კლუბმა ერთადერთხელ მოიგო 1946 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებულ პირველ სათასო ფინალში "ჩარლტონს" დამატებით დროში 4–1 სძლია.
"დერბიმ" კიდევ სამჯერ აქვს ნათამაშები ფინალში – 1898, 1899, 1902 წლებში.
გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მეხუთე რაუნდში დაასრულეს, როცა სახლში "რედინგთან" 1–2 დამარცხდნენ.
მიმდინარე სეზონში მესამე რაუნდში გასვლაზე "ჰართლპული" 1–2 დაამარცხეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 37 ქულა (პრემიერ ლიგა)უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): ფ-მ-მ-ფ-მ-წ
"საუთჰემპტონთან" სახლში 0–1 წაგების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში 37 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.
"წმინდანებთან" წაგებამ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა – 3 მოგება, 2 ფრე.
ინგლისის თასი"იუნაიტედმა" ინგლისის თასი 11–ჯერ მოიგო (უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალს" აქვს, რომელიც 12–ჯერ გახდა ტიტულის მფლობელი), ბოლოს კი ტრიუმფი 2004 წელს იზეიმა, როცა "მილენიუმზე" "მილუოლი" 3–0 დაამარცხა.
ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს 2007 წელს "ჩელსისთან" 1–0.
გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე–6 რაუნდში დაასრულეს, როცა საკუთარ მოედანზე "არსენალთან" 1–2 დამარცხდნენ.
ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში მესამე რაუნდში სახლში "შეფილდ იუნაიტედს" სძლიეს უეინ რუნის მიერ გამოყენებული 11–მეტრიანი დარტყმით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 44 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგო – 36 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება. ეს წაგება "იუნაიტედმა" 2010 წელს "ლიდსთან" განიცადა, როცა 0–1 დამარცხდა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"დერბი ქაუნთი"
წამყვანი ბომბარდირი: ბლექმენი - 11 გოლი (11 ლიგაში)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 12 გოლი (6 ლიგაში)
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 103-ჯერ შევხდნენ. "დერბის" ანგარიშზე 30 გამარჯვებაა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 44 მატჩი მოიგო, ხოლო 29 მატჩი ფრედ დასრულდა.
ყველა ტურნირზე "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში "დერბიმ" მხოლოდ 3 მოიგო – 3 მოგება, 5 ფრე, 11 წაგება.
ინგლისის თასიინგლისის თასზე გუნდები 9–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ "დერბიმ" გაიმარჯვა, 6–ჯერ "იუნაიტედმა", ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"დერბიმ" ორჯერ გამოთიშა "იუნაიტედის" წინამორბედი "ნიუტონ ჰიტი" ინგლისის თასს 1896 და 1897 წლებში.
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში
"დერბი ქაუნთი" 0-1
"მანჩესტერ იუნაიტედი"15 მარტი, 2008 წელი
მსაჯი: ფილ დაუდი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 76'
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე
"დერბი ქაუნთი" 1-4
"მანჩესტერ იუნაიტედი"15 თებერვალი, 2009 წელი
ინგლისის თასის მეხუთე რაუნდი
მსაჯი: ა. ვაილი.
გოლი "დერბის" რიგებში: ედისონი 56'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ნანი 29', გიბსონი 44', რონალდუ 48', უელბეკი 81'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 100 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: პიტერ კირკუპი, დევიდ ბრაიანი
სათადარიგო მსაჯი: სტივენ მარტინი