ლუი, ოთხეულთან სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა პრემიერ ლიგაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს სათასო დაპირისპირება?
არ ვფიქრობ, რომ "დერბისთან" მატჩი და პრემიერ ლიგაში შექმნილი სიტუაცია რამენაირადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს ინგლისის თასია. როგორც ყველა მონაწილეს, ჩვენც გვსურს ამ ტურნირის მოგება. ეს ტურნირი ძალიან პოპულარულია, ამბიცია ყველას აქვს - ძალიან მნიშვნელოვანი გათამაშებაა, რადგან ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი გეძლევა. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და დავეუფლოთ თასს.
შაბათს საღამოს იმედგაცრუებულისა და დაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდით. მას შემდეგ ხასიათი გამოგიკეთდათ? ახლა უკეთ გრძნობთ თავს? ხართ ყველაფრის შეცვლისთვის მზად?
ეს ყოველთვის ასეა, როდესაც მარცხდები, თანაც უკანასკნელ წუთებზე - ასე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ყოველთვის იმედგაცრუებული ხარ. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჩვენი თამაშია პრობლემის მიზეზი - შესაძლოა, ცუდად ითამაშო, მაგრამ გამარჯვებული გამოხვიდე. მაშინ კი არ ხარ იმედგაცრუებული. თუმცა, ამასთან, შესაძლოა, ითამაშო ძალიან კარგად და დამარცხდე, როგორც, მაგალითად, ეს მოხდა შარშან "ჩელსისთან" გასვლით შეხვედრაში. ასეთ სიტუაციაში იმედი გიცრუვდება ისე, როგორც არასდროს. მწვრთნელის და ასევე მოთამაშის ვალდებულებაა, ასეთი შემთხვევების შემდეგ კვლავ ბევრი იშრომონ, რადგან სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი.
გავრცელდა ხმები, რომ თქვენ გსურდათ გუნდის დატოვება "საუთჰემტონთან" მარცხის შემდგომ...
არა მგონია, როდისმე ეს მეთქვას. თქვენ თავად იგონებთ ამ ისტორიებს, მე კი მიწევს გამოგონილი ისტორიების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან, ჩემი აზრით, თქვენ რასაც წერთ, ეს არის საზიზღრობა და აუტანელი რამ - არ ვიცი, პირადად თქვენ გაქვთ თუ არა ამის შესახებ დაწერილი, თუმცა თქვენი კოლეგები წერენ და შემდგომ მე მიწევს ამ სისულელეებზე საუბარი. არ ვფიქრობ, რომ პრესკონფერენცია არის იდეალური ადგილი მსგავსი თემების განსახილველად. როდესაც თქვენ თხზავთ და იგონებთ ახალ-ახალ ისტორიებს - ხალხი იჯერებს ამ ყველაფერს. მე უამრავი მირეკავს და მწერს, რადგან მათ სჯერათ თქვენი დაწერილის... ნუ, კარგი, ასეთია მსოფლიო. თქვენ შეგიძლიათ, წეროთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ და ამის გამო პასუხს არ აგებთ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა მე "მათავისუფლებენ" დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, როგორც ხედავთ, მე ისევ აქ ვარ. აქ ვარ, რადგან ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ჟურნალისტი, რომელიც მომწონს, რადგან ისინი სვამენ სწორ და ადეკვატურ კითხვას, თუმცა ბევრი თქვენგანი ამას უპატივცემულოდ აკეთებს.
თქვენ ბევრ სხადასხვა ქვეყანაში გაქვთ ნამუშევარი და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყავით. არ ელოდით ამხელა ყურადღებას?
მე ყოველთვის მქონდა ნდობა.
ლუი, "დერბისთან" მატჩში თქვენზე დიდი ზეწოლა იქნება. სერ ალექს ფერგიუსონი და სხვა მწვრთნელებიც იყვნენ ცუდ ვითარებაში. ინგლისის თასი კი ერთგვარად გადასარჩენი ბილეთი იყო, როდესაც მათ პრობლემები ჰქონდათ. იქნებ, თქვენ შემთხვევაშიც სწორედ ეს ტურნირი გახდეს რთული მდგომარეობიდან გამოსვლის საწინდარი?
დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა როდესაც მარცხდები, სიტუაცია კიდევ უფრო რთული ხდება. მე ამის შესახებ "საუთჰემტონთან" მატჩის წინაც ვისაუბრე. არ მაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავმარცდე, რადგან ჩემი მეოთხედ "გაგდების" საკითხი დადგება დღის წესრიგში. შესაძლოა, იმ შემთხვევაში სიმართლეც დაწეროთ, რადგან ასეთი რაღაც ხშირად ხდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოთ?! და სხვა რეზულტატი არ მიიღება?
ინგლისის თასზე საჭიროა გამარჯვება, როდესაც მარცხდები, ემშვიდობები ტურნირს.
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.