თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2016, 21:41
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 8
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
ლუი ვან გაალმა ტრავმირებულების შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
ხვალ გასამართი სათასო შეხვედრის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად, ტრავმირებულ მოთამაშეებზეც ისაუბრა.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში, "საუთჰემტონის" წინააღმდეგ, "იუნაიტედმა" კიდევ ერთი მცველი, მატეო დარმიანი დაკარგა, რომელიც შეინ ლონგთან შეჯახების შემდეგ შესაცვლელი გახდა. როგორც შემდგომ გაირკვა, იტალიელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თავად მატეომ აცნო გულშემატკივარს, ინსგაგრამის პოსტის საშუალებით, რომ ის კარგად არის და მოედანს მალე დაუბრუნდება, როგორც ჩანს, მწვანე მინდორზე მისი დაბრუნება ცოტა ხნით გადაიდო, რადგან როგორც ჰოლანდიელი სპეციალისტი აცადებს, დარმიანი გუნდს არ გაჰყვება დერბიში.

"მეტ-ნაკლებად ისევ ისეთი სიტუაციაა, როგორც წინა მატჩის წინ. დარმიანი მიუწვდომელია, თუმცა კერიკი ბრუნდება. რა თქმა უნდა, მას არ შეუძლია 90 წუთის თამაში, თუმცა ძალიან კარგია, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. რაც შეეხება დარმიანს, მისი მდგომარეობა რთული არ არის და ეს კარგია, თუმცა ხვალ თამაშს იგი ვერ შეძლებს."

ისევ ტრავმირებულები არიან ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილ ჯონსი, რომელთაც 4-4 მატჩი გაუცდათ და კვლავ ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას:

"ვერ გეტყვით, ისინი დაბრუნებასთან ახლოს არიან თუ არა, რადგან როდესაც რამე ტრავმირებულებზე ვლაპარაკობ, შესაძლოა, მეორე დღეს დაზიანება გაუარესდეს ან პირიქით, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ასევე შენ უნდა ივარჯიშო კარგად და შეიგრძნო პრემიერ ლიგის რიტმი, რომელიც ძალიან მაღალია. როდესაც დიდი ხნით ხარ ტრავმირებული, აღდგენითი პროცესი იწელება."

ლაზარეთში ასევე არიან: ლუკ შოუ, მარკოს როხო, ანტონიო ვალენსია და ეშლი იანგი, რომელთა დაბრუნება ახლო მომავალში არ იგეგმება, რადგან მათი ტრავმები სერიოზულია.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
28 იანვარი 2016 21:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არაფერი ჩვენ არ გვეშველება okay
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 იანვარი 2016 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვარელა და ჯეკსონი იქნებიან ალბათ ფლანგებზე, ალბათ რაა სხვა ვარიანტი არცაა, ცენტრში ისევ სმოლინგი-ბლინდის დუეტი იდგება.
უკვე ძალიან ბევრი ტრამვირებული გვყვავს და ეს უფრო ართულებს ისედაც რთულ სიტუაციას. იმედია ხვალე არავინ დაშავდება... areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2016 23:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი ითამაშებს ალბათ შეცვლაზე და ძალიან კარგია რო დაბრუნდა
0
№4
ავტორი: Martial
29 იანვარი 2016 01:35
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ბასტი მალე დაბრუნდეს. რა :))
0
№5
ავტორი: Mufc7
29 იანვარი 2016 12:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ლაზარეთში ასევე არიან: ლუკ შოუ, მარკოს როხო, ანტონიო ვალენსია და ეშლი იანგი, რომელთა დაბრუნება ახლო მომავალში არ იგეგმება, რადგან მათი ტრავმები სერიოზულია.

recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2016 13:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოკლე ვადაში გვიწევს თამაშები და როტაციის საშუალება საერთოდ არ გვაქვს. დღეს იანუზაი და დეპაი რომ დააყენოს ვითომ რა მოხდება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: NUGI
29 იანვარი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ძალიან ბევრი ტრამვირებულები არიან foreveralonehappy
0
№8
ავტორი: Best 7
29 იანვარი 2016 16:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფერეირა და კინი ათამაშოს დღეს ჰო და კიდევ ბრტვიკა არ დაავიწყდეს:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top