ბრენდან როჯერსი ფიქრობს, რომ "ლივერპულში" მუშაობის შემდეგ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობის შანსი არ აქვს.
როჯერსი, რომელიც "ლივერპულმა" ოქტომბერში გააძევა, ლუი ვან გაალის დათხოვნის შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
თუმცა ბრენდანს მიაჩნია, რომ ვან გაალის შეცვლის შანსი არ აქვს.
"როცა "ლივერპულს" წვრთნი, იცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის შანსი ქრება.
ვხედავ, რომ ვან გაალს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ იგი ნამდვილად არ ეუბნება ფეხბურთელებს, რომ კარში მინიმალურად დაარტყან.
ეს კაცი დიდი ხანია ამ საქმეშია და მის 1995 წლის "აიაქსზე" დღემდე ლაპარაკობენ. დიახ, ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ნამდვილი შემტევი გუნდი ჰყავდა.
"ბარსელონაშიც" იგივე იყო. მინხენის "ბაიერნში" გადავიდა და უფრო მეტად ფლობდნენ ბურთს, მაგრამ ისინიც უტევდნენ.
ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებზეც არის დამოკიდებული. "მანჩესტერ იუნაიტედს" უყურებ და ფიქრობ, ჰყავთ კი ისეთი ფეხბურთელები, რომ იგივე აკეთონ, რასაც მანამდე შვრებოდნენ? ესეც საქმის ნაწილია.
ახლა მედია ვან გაალს კლანჭებით დასდევს და ყოველდღე და ყოველ კვირაში იღებს კრიტიკას.
მაგრამ ეს კაცი დიდი, დიდი ხნის განმავლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა. გაუჭირდა, მაგრამ ამ ქვეყანაში მოსვლის შემდეგ მიხვდება, რა როგორ ხდება".