თუკი არსებობს ადამიანი, რომლისგან "მანჩესტერ სიტის" კარგი თამაშით სიამოვნების მიღებას არ ელი, ეს სერ ალექს ფერგიუსონია.
ლეგენდარულ მწვრთნელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ბოლო წლების განმავლობაში "ცისფერების" წინააღმდეგ განსაკუთრებული ზიზღი ჩამოუყალიბდა, თანაქალაქელმა მეტოქემ ხომ მის გუნდს ტიტული კურიზოულად ჩამოართვა. შოტლანდიელი სპეციალისტი "სიტის" "ხმაურიან მეზობლებს" უწოდებდა და ფიქრობდა, რომ "ყველაფერი, რაც მათ უნდა აკეთონ, ეს "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბარია.
გუშინ კი ხმაური საკუთარი ყურებით მოისმინა, როცა "ეტიჰადზე" მატჩს დაესწრო.
ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "სიტისა" და "ევერტონის" მატჩზე ტრიბუნაზე ფერგიუსონი შენიშნეს. პრესა ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ ამბობს, სერ ალექსი სკაუტის საქმიანობას ეწეოდა თუ უბრალოდ სანახაობრივი ფეხბურთი მოენატრა, მაგრამ მისმა ასეთმა ქმედებამ ბევრ ხუმრობას დაუდო საფუძველი:
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.