"ფეიენოორდის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ტაჰიტ ჩონგმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისი შეძენით ინტერესდება.
16 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მწვრთნელებზე აგვისტოში მოახდინა შთაბეჭდილება, როცა კარინგტონის სავარჯიშო ბაზაზე პრემიერ თასი ჩატარდა.
ფორვარდი ჩონგი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამბობს, რომ ჰოლანდიურ კლუბში დარჩენა სურს. "ფეიენოორდი" არის და რჩება ჩემს პირველ კლუბად, ჩვენ ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.
მართალია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ მე მხოლოდ "ფეიენოორდში" დარჩენა მსურს.
არავითარი კითხვა არ არსებობს კლუბში ჩემს დარჩენასთან დაკავშირებით.
"ფეიენოორდი" ახლა მიმხელს, თუ როგორ აპირებს ჩემს გამოყენებას მომდევნო წლებში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და "ფეიენოორდთან" კონტრაქტს გავაფორმებ".