"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩუმი იანვარი გამოუვიდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ შესაძლებელია ფეხბურთელის შეძენა.
The Sun-ს მიაჩნია, რომ ევერ ბანეგა, "სევილიას" 27 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც თვის ბოლომდე "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
ბანეგა მიმდინარე სეზონსაც ბრწყინვალედ ატარებს, მაგრამ "სევილია" მეშვიდე ადგილზე იმყოფება ლა ლიგაში და რვა ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ამიტომ კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.
გარდა ამისა, Independent იტყობინება, რომ "იუნაიტედი" მიმდინარე წლის ზაფხულში გარეტ ბეილისთვის 100 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავს, მაგრამ უელსელი "წითელი ეშმაკების" რიგებში არსებული გაურკვევლობის გამო ტრანსფერისგან თავს შეიკავებს.
თუ "იუნაიტედს" ბეილის გადაბირება სურს, ფეხბურთელი უნდა დაარწმუნოს, რომ წარმატების მიღწევის გეგმა აქვს.