თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2016, 14:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5015,
კომენტარები: 11
სკაუტის ანგარიში: არკადიუშ მილიკი
ცენტრალური ფორვარდი, რომელიც პრობლემის გადაჭრის პოტენციური საშუალებაა.
სკაუტის ანგარიში: არკადიუშ მილიკი
კლუბი: "აიაქსი"

მოქალაქეობა: პოლონეთი

დაბადების თარიღი: 28 თებერვალი, 1994 წელი (21 წელი)

სიმაღლე და წონა: 186 სმ (სხვა მონაცემებით 183 სმ), 75 კგ

პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი (შეუძლია ითამაშოს დახეულ, მარჯვენა და მარცხენა ფორვარდად)

მუშა ფეხი: ორივე, მარჯვენა უკეთესად

სატრანსფერო ღირებულება: 6.5 მლნ. ევრო, 2 წელიწადში ფასი სამჯერ გაიზარდა (საიტი TransferMarkt.de)

კონტრაქტის ამოწურვის თარიღი: 30 ივნისი, 2019 წელი

ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე მზარდი შესაძლებლობით. აქვს მცირე გამოცდილება კონტინენტურ ტურნირზე, ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია. უნივერსალი – ცენტრალური თავდამსხმელის გარდა შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ, ასევე უკან დახეულ ფორვარდად თამაში. მუშა ფეხი – მარჯვენა, მარცხენასაც კარგად ფლობს.

ტაქტიკურად განსწავლული, აქტიურად მონაწილეობს პრესინგში, დაცვაში მოედანზე თავისი პოზიციის თანახმად მოქმედებს.

ფიზიკური მონაცემები: მაღალი, კარგი ნახტომი აქვს, მყარად დგას ფეხზე მძიმე ორთაბრძოლის პირობებშიც კი, კარგად იყენებს კორპუსს, მაგრამ ამასთან ერთად ნათელია კუნთოვანი მასის უკმარისობა, რაც ნეგატიურად აისახება ორთაბრძოლების სტატისტიკაზე (ორთაბრძოლების 35% მოგებული შეტევაში და მხოლოდ 36% მეორე სართულზე). შესანიშნავად კოორდინირებული, პლასტიკური. ამტანი, შრომისუნარიანი.

ფსიქოლოგიური პორტრეტი: დისციპლინირებული, ეპიზოდს ბოლომდე თამაშობს, გუნდური მოთამაშე, ძუნწი არ არის. საფინალო სასტვენამდე მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებამოკრებილია და თვითდაჯერებული. მსაჯებს არ ეკამათება.

სისწრაფე: აქვს კარგი სასტარტო სისწრაფე, დისტანციური – ოდნავ უარესი. გასული და მიმდინარე სეზონების მატჩების შედარებისას ჩანს, რომ ამ ასპექტზე მუშაობს, ცდილობს დასწრებაზე ითამაშოს.

შემქმნელი უნარები: საკმაოდ მაღალ დონეზე. შეტევაში 1, მაქსიმუმ 2 შეხებით თამაშს ამჯობინებს, მოკლე და საშუალო პასებს აკეთებს, გრძელს თითქმის არ იყენებს. გადაწყვეტილებას იღებს სწრაფად, იმპროვიზაცია მაღალ დონეზე აქვს. შესანიშნავად მოქმედებს მოტყუებაზე, შეუძლია ითამაშოს როგორც თამაშგარის ზღვარზე, ასევე სახით თავისი კარისკენ, იბრძოლოს ბურთისთვის და თავისი გუნდის შეტევები საჭირო მიმართულებით წარმართოს. ძუნწი არ არის, პარტნიორს, რომელიც უკეთეს პოზიციაშია, ყოველთვის აძლევს პასს. შეუძლია ფეხბურთელი გაიტყუოს, დრიბლინგს ბოროტად არ იყენებს (2.2 მცდელობა მატჩში, 50 % წარმატებული). ხანდახან ასრულებს კუთხურებს – საკმაოდ კარგად.

დარტყმა და შეტევის დასრულება:
საჯარიმოს ფარგლებში ერთი შეხებით დარტყმას ცდილობს, სიზუსტეზე შესრულებას ამჯობინებს. თამაშობს აწეული თავით, დარტყმის მოსამზადებლად მინიმალური დროის დახარჯვით. კარგი პლასტიკა და კოორდინაცია რთული ვითარებიდან დარტყმაში ეხმარება. შორეული დარტყმა კარგი აქვს.

ადაპტაცია ახალ პირობებთან: პრობლემა არ უნდა წარმოიშვას, თუ მის მშვიდ ხასიათსა და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას გავითვალისწინებთ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბუნდესლიგასა და ერედივიზიში ითამაშა, გუნდური დისციპლინის დარღვევაში კი არ შემჩნეულა. ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე ფლობს.

რადგანაც მილიკის მშობლიური პოზიცია – ცენტრფორვარდია, შევადარებთ გუნდის ერთადერთ ცენტრფორვარდს – ბოლო ორი წლის უეინ რუნის (რომლის ხარისხიან მაჩვენებლებს 1–თ შევასაფასებთ), რომელსაც ყოველი ის უნარი გააჩნია, რაც პოლონელს.

ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია


სისწრაფე: აჩქარება და დისტანციური სისწრაფე ოდნავ უკეთესი აქვს ინგლისელს (სკაუტის შეფასება: 0.8)

ტექნიკა: ამჟამად ერთ დონეზე, პერსპექტივაში არკადიუშს უკეთესი აქვს (სკაუტის შეფასება: 1.0)

პასი: ერთი შეხებით პასის გაკეთებაში პოლონელი უკეთესია, მოკლე და გრძელი პასი – უეინი (სკაუტის შეფასება: 1.0)

გახსნა, ბურთის გარეშე მოძრაობა: ამჟამად აჭარბებს (სკაუტის შეფასება: 1.2)

დარტყმა: ამჟამად ცოტათი უკეთესი, მით უმეტეს ერთი შეხებით (სკაუტის შეფასება: 1.2)

ჰაერში თამაში: სიმაღლისა და ნახტომის ხარჯზე ძალიან კარგი (სკაუტის შეფასება: 1.2)

ძალისმიერი ბრძოლის წარმართვა: ამჟამად ცოტათი ჩამორჩება (სკაუტის შეფასება: 0.8)

დრიბლინგი: ერთ დონეზე (სკაუტის შეფასება: 1.0)

შედარებიდან და ასევე ასეთი ტიპის ფეხბურთელის აუცილებლობიდან გამომდინარე, არკადიუშს "იუნაიტედის" როტაციის ფეხბურთელად განხივილავ, პერსპექტივაში კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად. საკუთარ თავთან შესაბამისი მუშაობის შედეგად, შეუძლია, ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. საგრძნობი პლუსია მისი უნარების მრავალფეროვნება, რაც ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში მისი მორგების საშუალებას გვაძლევს.

ჩამოვთვალოთ მილიკის პლუსები და მინუსები "იუნაიტედში" გადასვლის კონტექსტში

+

– თამაშის სტილი სრულიად შეესაბამება მწვრთნელის მოთხოვნებს მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისადმი.

– უნივერსაულურობა.

– სატრანსფერო ღირებულება ( "აიაქსი" მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც ფეხბურთელზე არაადეკვატურ ფასს აწესებს)

– სწორედ ასეთი ფეხბურთელის აუცილებლობა

-

– ფიზიკური კონდიციები, აუცილებელია კუნთოვან მასაზე მუშაობა.

– ენის დაუფლება გახდება საჭირო

ვერდიქტი

ცენტრფორვარდისადმი ლუი ვან გაალის ახლანდელი მოთვხონების, პოლონელის უნარების და ასევე მისი პოტენციალის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი აუცილებელია გუნდისთვის და შეიძლება განიხილებოდეს სკამის გასაძლიერებლად, მწვრთნელი კი მიიღებს ფეხბურთელს, რომელიც მის სათამაშო სტილს ერგება და შეტევაში კრეატიულობას გაზრდის.

ავტორი: ანტონ ნიკოლაევი
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
27 იანვარი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმის მიხედვით რო ფორვარდის ნაკლებობას განვიცდით არ იქნება ცუდი ვარიანტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: abrama
27 იანვარი 2016 15:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Miliki dzaan kargi pexburteli, tavit dzaan magrad tamashobs, magrad momwons es bichii neta davitriot.

Tan mec 28 tebervals var dabadebuliii.
:D
0
№3
ავტორი: hypervenom
27 იანვარი 2016 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
გუნდს ბევრად გამოცდილი და შემდგარი ფეხბურთელები ჭირდება ვიდრე გამოუცდელი ახალგაზრდები და არამგონია მილიკმა პრობლემა გადაჭრას
0
№4
ავტორი: Lee Sharpe
27 იანვარი 2016 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ბერბატოვისნაირი ხე არარის, მიუხედავად იმისა რომ ბულგარელმაც იცოდა კლასნი ჩამოღებები და მომენტში არანორმალური ტექნიკის გამომჟღავნება, ხშირად ისეთ ელემენტარულ სიტუაციაში ცოდვილობდა, ჩაგაშხამებდა ყველაფერს.

მილიკს დიდი ხანია ვადევნებ თვლას ნაცნობი ტალანტია, ევროპაში ერთერთ იმედიმომცემ ახალგაზრდადითვლება მიტროვიჩთან ერთად. ისეთი გამოცდილება აქვს მიღებული ამას ასაკში ცოტა თუ დაიკვეხნის, შეიძლება ნდობა, დიდი ალბათობით ადვილად შეეჩვევა ალბიონს. ძალიან კლასნი ცხრიანია, ლევანდოვსკის გზაზე მიდის, წააგავს. კარგი ვარიანტია 15 მაქსიმუმ 20 მილიონი დაჯდება ალბათ.

ჩვენც რომ გაგვიტანა ნაკრებში რამდენი ვაგინე ahahaha
0
№5
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2016 16:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოლანდიის ჩემპიონატს ვერ ვუყურებ, აიაქსის თამაში წელს საერთოდ არ მაქვს ნანახი, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თამაშები ბევრი ვნახე და უნდა აღვნიშნო, როგორ უგებს თანაგუნდელებს ფლანგზე დგომის დროსაც კი. როგორც წესი, ფიზიკურად სუსტები ვერ აკეთებენ პრემიერ ლიგაში იმას, რაც მოეთხოვებათ და შეუძლიათ, მაგრამ ფიზიკური სისუსტის აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელია. ლუი კი აიაქსთან დიდი მოგონებები აქვს და არა მგონია ეს ფეხბურთელი მხედველობის არიდან გამორჩეს, ასე რომ, ჯერ მემგონი არც აკვირვებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
27 იანვარი 2016 16:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
CV-ში მეც კაი ტიპი ვარ love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2016 17:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის არ დასვამს სკამზე, ისვე ჯობია ახალგაზრდა დაითრიონ და პერსპექტიული, რომელიც მარსიალთან ერთად იქნება ამ გუნდის მომავალი
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 იანვარი 2016 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს დახასიათება ზედაპირულია რა თქმა უნდა, მთავარი მაინც პრატქიკაა და ის თუ როგორ მოერგება პრემიერ ლიგას.
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 იანვარი 2016 21:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არააა ცუდი ვარიანტიი
0
№10
ავტორი: love united
27 იანვარი 2016 21:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სახელით თუ ვიმსჯელებთ არ ღირს ყიდვა :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top