დეილი ბლინდმა ენტონი მარსიალი და მისი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა შეაქო და ახსნა, თუ რატომ ჰგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს.
"მონაკოდან" შეძენილმა ფეხბურთელმა თავის პირველსავე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და "ლივერპულთან" შეცვლაზე შესვლის შემდეგ სადებიუტო გოლი გაუტანა. ბლინდი სიხარულით იხსენებს ამ შეხვედრას:
"მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან შეხვედრაში ინტრიგა მოკლა. როცა ასეთი ტრანსფერის შემდეგ მოდიხარ და პირველივე თამაშში ისე თამაშობ, როგორც მან ითამაშა, ნამდვილად კარგია"
მარსიალს 24 მატჩში რვა გოლი აქვს გატანილი, ბლინდი კი ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი გაუმჯობესებით მოხარულია: "უდიდესი ნიჭია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ვარჯიშებზე და მატჩებში უკვე ჩანს, რა უნარები აქვს. თუ ისევე ბეჯითად იმუშავებს, როგორც ახლა, ყოველ კვირაში გაუმჯობესდება, უდიდესი თავდამსხმელი გახდება.
ძალიან სწრაფია, რა თქმა უნდა, ძლიერია და გოლების წინ მშვიდიც. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უდიდესი თავდამსხმელი გახდეს. ვარჯიშების დროს ყველაფერს გვიჩვენებს, ბევრს შრომობს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ენასა თუ საკუთარ პიროვნებასთან, მართლაც კარგად შეეგუა აქარუობას. ოდნავ წყნარია, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ხუმრობა ესმის და კარგი ბიჭია".