დავიდ დე ხეას ვერ შემდგარი ტრანსფერი ახალი დეტალები.
მადრიდის "რეალს" შესაძლოა ახალი საბაბი მიეცეს, რამეთუ დავიდ დე ხეას აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" მაქსიმალური ყოყმანისკენ მოუწოდა მეკარის გაყიდვისას შეთავაზებული პირობების მიმართ.
ესპანური კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულსაც ეცდება დე ხეას ყიდვას და ამას სატრანსფერო აკრძალვის მიეხედავად გააკეთებს. "რეალს" არასრულწლოვანი ფეხბურთელების წესების დარღვევით გადაბირების გამო 1 თებერვლიდან ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მოთამაშის შეძენა ეკრძალება.
თუმცა, ჯერ კიდევ აქტუალურია დე ხეას შეუმდგარ ტრანსფერთან დაკავშირებული ამბავი. "რეალი" დე ხეას გადაბირებას მრავალი საშუალებით ცდილობდა, მათგან ერთ-ერთი კი "ოლდ ტრაფორდზე" საპასუხოდ კეილორ ნავასის გადასვლა იყო.
მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ესპანელებმა დავიდის გადაბირება გააჭიანურეს.
მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" "იუნაიტედს" ადანაშაულებს ჩაშლილ მოლაპარაკებაში, მადრიდელების უკმაყოფილების მიზეზი ჟორჟე მენდეშია, რომელმაც "წითელ ეშმაკებს" ურჩია, რომ 00:45 სთ.-მდე არ დათანხმებულიყვნენ წინადადებას - 11 მილიონ ფუნტს პლუს ნავასი - სანამ არ მიიღებდნენ შეთავაზებას 18.5 მლნ. ფუნტისა და პლუს ნავასის სახით. "რეალმა" "იუნაიტედს" დოკუმენტები 22:32-ზე ანუ სატრანსფერო ვადის ამოწურვამდე ნახევარ საათზე ნაკლები დროით ადრე გაუგზავნა, დოკუმენტს კი ხელმოსაწერი გვერდი აკლდა. ხელახლა გაგზავნის შედეგად დოკუმენტში ტექნიკური ცვლილება შეინიშნებოდა, რომელიც ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის".
ინგლისური მხარე სულაც არ დაუმწუხრებია დე ხეას ტრანსფერის ჩაშლას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა ვერ მოახერხა ფლორენტინო პერესთან არცთუ კარგი ურთიერთობის მქონე სერხიო რამოსის გადაბირება.
იკერ კასილიასის გაყიდვა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი გასხვისება გამოდგა, პერესს კი კლუბის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელთან განშორება არ სურდა და რამოსს 10 მლნ. ევროიანი კონტრაქტი შესთავაზა.
წყარო:
independet