"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალის წინადადებას არ დათანხმდა.
ლუი ვან გაალი ჰოლანდიიდან უკვე დაბრუნდა კარინგტონზე და თავის მოვალეობას შეუდგება.
როგორც ცნობილია, ჰოლანდიელმა დეკემბერში ნამდვილად შესთავაზა ხელმძღვანელობას კლუბიდან საკუთარი ნებით წასვლა, მაგრამ "წითლების" ოფიციალურმა პირებმა კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისგან თავი შეიკავეს, რადგანაც მიაჩნდათ, რომ 64 წლის სპეციალისტი კრიზისულ პერიოდს თავს დააღწევდა.
ასეთი გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ იმის მიუხედავად მიიღო, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი წააგო.
მაგრამ გასულ შაბათს "საუთჰემპტონთან" დამარცხების შემდეგ გულშემატკივართა მოთმინების ფიალა აივსო. "ოლდ ტრაფორდზე" სეზონში მეორე წაგების შემდეგ ვან გაალი სამშობლოში გაფრინდა, სადაც ორი დღე გაატარა, ამ პერიოდში კი ფეხბურთელებს დასვენების დღეები მიეცათ.
დაბრუნებულ ვან გაალს იმაზე ცუდი ატმოსფერო დახვდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა – გულშემატკივარი უკმაყოფილოა, გასახდელ ოთახში კი ვან გაალის მეთოდებისადმი რწმენა სულ უფრო მცირდება.
ამ ყველაფრის ფონზე "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი და მფლობელი გლეიზერები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან. თუმცა ვან გაალი უკვე შეუდგა თავის საქმე და როგორც ჩანს, ბოლომდე იბრძოლებს.
წყარო:
M.E.N.