რამდენიმე გამოცემა წერდა, რომ ლუი ვან გაალს მალევე გაუშვებდნენ გუნდიდან, მას შემდეგ რაც ჩარლი ოსტინმა გამარჯვების გოლი გაიტანა "იუნაიტედის" კარში და ეს კლუბისთვის 6-ე მარცხია სეზონში.
თუმცა, "სქაი სპორტის" რეპორტიორის ჯეიმს კუპერის ცნობით, ვან გაალს არ მიუღია არანაირი შეთავაზება, კლუბის დატოვების შესახებ და ჰოლანდიელი სპეციალისტი ნამდვილად არ დატოვებს კლუბს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
ლუი ვან გაალი მანჩესტერის აეროპორტში შეამჩნიეს, რეალურად, როგორც აღმოჩნდა ის დაბრუნდა ჰოლანდიაში, იმავე დღეს როდესაც გუნდმა "საუთჰემპტონთან" წააგო და სამშობლოში დაბრუნებული ლუი, მხოლოდ და მხოლოდ მისი ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა იქ. თუმცა ის უკვე დაბრუნდა და მზად არის გამართოს შემდეგი მატჩი ინგლისის თასზე, კერძოდ "დერბის" წინააღმდეგ.
მის არყოფნაში, ედ ვუდვორდმა გამართა შეხვედრები რამდენიმე ფეხბურთელთან და მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან "იუნაიტედიდან", რათა ემსჯელათ ვან გაალის მდგომარეობაზე. როგორც ჩანს, არც ვუდვორდის პრეს-კონფერენციას არ უნდა ველოდეთ ამ დღეებში.
წყარო:
სქაისპორტი