"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ–ერთია პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიდან, რომლებიც "მარსელის" ვინგერ ჯორჯს–კევინ ნ'კუდუს აკვირდებიან.
"წითელი ეშმაკების", "ლივერპულისა" და "ვესტ ჰემის" სკაუტები "ლიონისა" და "მარსელის" შეხვედრას სტადიონიდან ადევნებდნენ თვალს და კვირას მათი დაკვირვების ობიექტი 20 წლის ფეხბურთელი გახდა.
"მარსელს" არ სურს ნ'კუდუსთან განშორება იანვარში, მაგრამ ზაფხულში წინადადებებს განიხილავს და 20 მლნ. ევროს ფარგლებში თანხაზე თანახმა იქნება.
ნ'კუდუ, რომელმაც მიმდინარე სეზონში რვა გოლი გაიტანა, "მარსელში" გასულ ზაფხულს "ნანტიდან" გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.