თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2016, 14:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3361,
კომენტარები: 7
ვუდვორდი ფეხბურთელებს ვან გაალზე ესაუბრა
ედ ვუდვორდი "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ვან გაალის შესახებ ესაუბრა.
ვუდვორდი ფეხბურთელებს ვან გაალზე ესაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელს ლუი ვან გაალის შესახებ ესაუბრა.

ვან გაალი ჰოლანდიაში გაფრინდა, რათა თავისი ქალიშვილის დაბადების დღე აღნიშნოს და ბრიტანეთში სამშაბათამდე არ დაბრუნდება, "იუნაიტედი" კი მანამდე ჩვეულ ვარჯიშებს არ ატარებს.

ორშაბათს გუნდს ვარჯიში საერთოდ არ გაუმართავს, რამდენიმე ინგლისური გაზეთი კი იტყობინება, რომ გუნდის მმართველობის სადავეებს ხელთ რაიან გიგზი იგდებს.

ვან გაალის შესახებ კი ვუდვორდი პირველი გუნდის ფეხბურთელებს ესაუბრა და მათთან ერთად გუნდის ბოლო დროინდელი თამაში განიხილა.

ვუდვორდი ფეხბურთელებს ვან გაალზე ესაუბრა

ვან გაალი მანჩესტერის აეროპორტში


ჩარლი ოსტინის გოლის შემდეგ "იუნაიტედმა" სეზონში მეცხრე მარცხი განიცადა და ლიდერ "ლესტერ სიტის" უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი აღარ ასპარეზობს, მის ზონამდე კი ხუთი ქულა აშორებს. გარდა ამისა, "იუნაიტედი" ლიგის თასსაც გამოეთიშა "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ.

"საუთჰემპტონთან" მატჩში "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მე–18 წარუმატებლობა განიცადა. "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან 10 შეხვედრის პირველ ტაიმში 0–0 დაფიქსირდა, გასული ზაფხულის შემდეგ კი პრემიერ ლიგაში მხოლოდ ორჯერ გაიტანა გოლი პირველ ტაიმში.

ვუდვორდი ფეხბურთელებს ვან გაალზე ესაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა


გულშემატკივარი უკმაყოფილოა გუნდის სათამაშო სტილითაც და უფრო მეტი შეტევისკენ მოუწოდებს, მაგრამ ვან გაალი უფრო ფრთხილ დაცვით ფეხბურთს ამჯობინებს.

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის, ანუ 2013 წლის შემდეგ კლუბს ჯერ კიდევ არ მოუგია ტიტული, ვან გაალმა კი უკვე დახარჯა 250 მლნ. ფუნტი 18 თვეში.

წყარო: skysports
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2016 14:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დავიჯერო ისევ აქვს ფეხბურთელების მხარდაჭერა ლუის? თუ ასეა, გასაგდები მიზეზი მართლა არ არსებობს, მაგრამ, რაღაც არ მჯერა, რომ არავის წამოსცდა, მაგის გესტაფოურ მეთოდებს გიგზთან მუშაობა გვირჩევნიაო. სხვა საქმეა, რის მაქნისია რაიანი, მაგრამ ამდენი რამის ფონზე თუ არ შეირყა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა, ყოჩაღ ბიჭებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2016 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დარმწუნებული ვარ ბევრ ფეხბურთელს უნდა ვან გაალის წასვლა, რადგან შეუძლებელია ესე თამაშობდეს გუნდი და მწვრთნელით ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 იანვარი 2016 16:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგსზე იწერებოდა მზადაო ჩაიბაროსო. მიმდიანრე სეზონში გიგზის ნდობა შეიძლება, ამაზე ცუდი ფეხბურთის თამაში როგორ უნდა მაოხერხოს არ ვიცი
0
№4
ავტორი: t123123
26 იანვარი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
გვარდიოლა მოვიდეს ჯობს ყველას
0
№5
ავტორი: Devil
26 იანვარი 2016 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
არაა ღირსი მაგრამ სეზონის ბოლომდე ვაცადოთ ეხლა რაგა დაცვითი უნდა ითამაშოს არცეთი ნორმალური მცველი არ დარჩა რომლის იმედზეც იქნები სეზონი ჩაათაროს და მერე გვარდიოლა მოვიდეს კაი იქენბა მაგრამ არ მგონია ასეთი გინდის ცაბარების სურვილი ქონდეს. derpneutral
0
№6
ავტორი: love united
26 იანვარი 2016 22:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს ვუდვარდიც კაი ვანგაალია საფეხბურთო კუთხით.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2016 23:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რომელ ფეხბურთელებს შეხვდა ?

რომელ ფეხბურთელებს შეხვდა ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top