თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2016, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3281,
კომენტარები: 8
მენდიეტა: "ფეხბურთელები ვან გაალს არ უჯერებენ"
გაიზკა მენდიეტა გუნდის მდგომარეობის შესახებ.
მენდიეტა:
"მიდლსბროს" ყოფილი ნახევარმცველი გაიზკა მენდიეტა ფიქრობს, რომ ფეხბურთელები ლუი ვან გაალის ფილოსოფიას არ მისდევენ.

ვან გაალი ბოლო კვირებში ზეწოლას განიცდის და "საუთჰემპტონთან" წაგებული მატჩის შემდეგ სტადიონზე გულშემატკივარმაც მოითხოვა მისი შეცვლა.

"იუნაიტედი" ამჟამად მეოთხე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამორჩება, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კი 15 ტურია დარჩენილი. მენდიეტას მიაჩნია, რომ მოთამაშეები არ იგებენ, რა სურს ვან გაალს და მოედანზე ამას არ ასრულებენ.

"შორიდან რთულია ამის თქმა", განაცხადა მენდიეტამ, როცა ჰკითხეს თუ რატომ იმყოფება ვან გაალი რთულ ვითარებაში.

"მაგრამ ნათელია, რომ რაღაც არ მუშაობს და გუნდი არ თამაშობს "ვან გაალის" ფეხბურთს. მისი იდეები, თუ როგორ უნდა ითამაშოს "იუნაიტედმა", არ ჩანს.

როგორც ჩანს, ვან გაალმა ფეხბურთელებამდე ვერ მიიტანა თავისი იდეები".


მენდიეტას მიაჩნია, რომ ვან გაალის პრობლემები "ოლდ ტრაფორდზე" უფრო ღრმაა, რადგან მან სხვა ქვეყნებში საკმაოდ წარმატებულად იმუშავა და სამ სხვადასხვა ჩემპიონატში ტიტულები მოიგო.

"ვან გაალი ბრწყინვალე მწვრთნელია და ყველგან მიაღწია წარმატებას, ფეხბურთი კი, რომელსაც ის ამჯობინებს, პრემიერ ლიგას უნდა მოერგოს. პრობლემა უფრო ღრმა არის, მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება იყოს".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2016 12:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
პრობლემის გადაწყვეტა კი მისი წასვლაა...
0
№2
ავტორი: Mufc7
26 იანვარი 2016 13:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველაზე საშინელი მომენტია, როცა ერთიანობა ქრება. კავშირის დაკარგვა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, ესაა ზუსტად ყველაფრის მიზეზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Lee Sharpe
26 იანვარი 2016 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
დაატიე ცენზურა ვიღაცა ხარ ხო ხარ ვალენსიას ლეგენდა და მიხედე მწოველა ღამურებს მაგათ უარესი დღე აქვთ და თუ კრიტიკა უნდა ნევილი აკრიტიკოს, სხვის საქმეში ყველა ბრძენია, ვინაა გაიზკა მენდიეტა რატო ეთქმის იუნაიტედზე სიტყვა სუ რო მარ?თალი იყოს.

ვის არ უჯერებენ აქამდე მაურინოს ათჯერ აუჯანყდნენ გუნდში, და ესეც იმიტომა დღემდე რომ კლუბისგან ფეხბურთელებისგან სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს, გინდა ვუდვორდისგან აგერ იწერება რომ მისი სამსახურის გადარჩენას ცდილობსო

კინმა, კოული იორკმა , რობსონმა უნდა გააკეთონ კომენტარი რო არიან შეყუჟულები, არმევასება ეს სირაქლემას პოზიცია, მარტო სქოულზი გამოდის და ამბობს სათქმელს, დარწმუნებული ვარ გიგზიც მაგ ჭკუაზეა მარა რად გინდა არაა თავს ზევით ძალა

ზოგს პრიმიტიულად მოეჩვენება ჩემი აზრი მაგრამ ეგრეა, ლივერპულის ლეგენდები პროჭზე იხეოდნენ სანამ არ გააგდეს როჯერსი
0
№4
ავტორი: glazovi
26 იანვარი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რით ვერ წაეთრა ეგ ვან გაალი ერთი დააჩლუნგა გუნდი რა . მე პირადად გიგზი და სკოულზი მინდა ზალიან
0
№5
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2016 14:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორც მახსოვს თქვა, რომ თუ გასახდელში ნდობას დაკარგავდა, ყველაფერს თვითონ დაასრულებდა ლუი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2016 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სწორედ ეგაა პრობლემა, რომ ვერ ათამაშებს ფეხბურთელებს ისე როგორც უნდა ათამაშებდეს, თორე სხვა რამეზე კი არ გვაქ პრეტენზია ჩვენ belay
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 იანვარი 2016 16:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მემგონი პირიქით უფროა. წინ პასი აკრძალული აქვს ყველას იმის შიშიტ რომ ბურთი არ დაიკარგოს. დაცვაში გორაობა, მერე პასი დე ხეას და დე ხეა ფელაინისკენ გზავნის ბურთს, სულ ესაა ამ გუნდის ტაქტიკა
0
№8
ავტორი: Best 7
26 იანვარი 2016 20:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალ ოუტ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top