"იუნაიტედმა" თავის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა გასული 23 მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები უკმაყოფილოები დარჩნენ "სოუტჰემპტონის" წინააღმდეგ წაგებული მატჩის შემდეგ და სტატისტიკაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად ცუდად მიდის გუნდის საქმე.
"იუნაიტედმა" თავის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა გასული 23 მატჩის შემდეგ.
გუნდს ამჟამად 37 ქულა აქვს (10 მოგება და 7 ფრე), სამი ქულით ნაკლები, ვიდრე მოიესს ჰქონდა. 2006/07 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 23 მატჩში 57 ქულის მოგროვება შეძლო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 მატჩის შემდეგ
ვან გაალის გუნდი ახლოს იყო მე-6 უგოლო ფრესთან მიმდინარე სეზონში, მაგრამ ჩარლი ოსტინმა მატჩის მიწურულს ანგარიშის გახსნა შეძლო, რაც "იუნაიტედის" კიდევ ერთი ცუდი მაჩვენებელია.
პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლები საშუალოდ ერთ მატჩში
"იუნაიტედმა" მხოლოდ 28-ჯერ შეძლო გატანა და საერთო მაჩვენებელი 1.22-ს აღწევს. რვა მატჩში საერთოდ ვერ შეძლეს გატანა. 1999/00 წლების სეზონში "იუნაიტედის" მაჩვენებელი 2.55-ს აღწევდა.
ცნობილია, რომ 138-წლიანი ისტორიის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ რვა სეზონში აჩვენა დაბალი შედეგი 23 მატჩის შემდეგ.
23 მატჩის შემდეგ ყველა დროის მცირე რაოდენობის გოლები
ციფრები კარგს ვერაფერს მეტყველებს ვან გაალისთვის, თუმცა არც მისი პირადი სტატისტიკა გამოიყურება უკეთ. ვან გაალს გამარჯვებების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელებს შორის პრემიერ ლიგის დაარსების მანძილზე.
"იუნაიტედის" მწვრთნელები – პრემიერ ლიგის შედეგები
"გულშემატკივრებს გამარჯვებების ყურება სურთ, მაგრამ ჩვენ მათ ხელს ვერ ვუწყობთ," ამბობს ვან გალი მატჩის შემდეგ. "მოლოდინი ძალიან დიდია, რის გამოს ფეხბურთელები არა ნაკლებ ზეწოლას განიცდიან".
ზეწოლა განაგრძობს ზრდას მანამ, სანამ ვან გალი და მისი ფეხბურთელები არ შეწყვეტენ უკმაყოფილო შედეგების დადებას.