"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი მემფის დეპაი კვირას პსვ–ში დაბრუნდა, თავისი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა და ეინდჰოვენური კლუბის მატჩს დაესწრო. პსვ–მ "ტვენტეს" 4–2 სძლია.
ფილიპ კოკუს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა ერედივიზში და ამაში მას ჰექტორ მორენოს დუბლი, ლუსიანი ნარსისა და ფლორიან ჯოზეფზუნის გოლები დაეხმარა.
მემფისს, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, პსვ–ს გულშემატკივარი აპლოდისმენტებით შეხვდა.