"იუნაიტედი" პატარა ნიჭიერი მოთამაშის შენარჩუნებას ცდილობს.
ლევის თაუნსი ხუთი წლისაა და მას უკვე პრემიერ ლიგის ოთხი კლუბისგან მიუვიდა წინადადება, კარიერა მათ საფეხბურთო აკადემიებში დაიწყოს.
როგორც ფოტოზეც ჩანს, ლევისი თვეების იყო, როცა ბურთთან ერთად იძინებდა. პატარა მოთამაშე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული - 5 წლის ასაკში ბურთს მშვენივრად ფლობს და თავისზე ორი წლით უფროს ბავშვებთან ვარჯიშობს.
მას „ევერტონის“, „ლივერპულის“, „სიტისა“ და „იუნაიტედის“ აკადემიებში ვარჯიშის დაწყება შესთავაზეს. ლევისის მამა „სიტის“ აკადემიაში მწვრთნელად მუშაობს, ბავშვი „იუნაიტედის“ გულშემატკივარია, ამიტომ, ამ ეტაპზე 5 წლის მოთამაშე ორივე მანჩესტერული კლუბის აკადემიაში ვარჯიშობს.
ლევისის მისაბაძ ფეხბურთელებად კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის ასახელებს, თუმცა მისი საყვარელი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია“, კუმირი კი- დევიდ ბექჰემი.
საინტერესოა, რომ მისმა ბაბუამ 50 ფუნტი განათავსა ფსონზე, რომ მისი შვილიშვილი ოდესმე პრემიერ ლიგასა და ინგლისის ნაკრებში ითამაშებს. ესე იგი, ლევისმა წარმატების შემთხვევაში შესაძლოა, ბაბუას 150 ათასი ფუნტი მოაგებინოს!
წყარო:
mirror.co.uk