თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2016, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3253,
კომენტარები: 4
წლის პირველი მარცხი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
წლის პირველი მარცხი
სალამი ყველას,

ჩემი ჩანაწერი კვლავ უსიამოვნებას ეძღვნება. რამდენიმე მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" 1-0 დავმარცხდით. ეს მართლაც საწყენია. შესანიშნავი შანსი გვქონდა ჩვენს აქტივში სამი ქულის დასამატებლად, 2016 წლის წარმატებული შედეგების გასაგრძელებლად, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. არც ერთ გუნდს არ უჩვენებია კარგი თამაში. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა (თუმცა არცთუ სასიამოვნო ჩვენთვის), მაგრამ ჩარლი ოსტინის გვიანდელმა გოლმა სამივე ქულა სტუმრებს არგუნა. თქვენთვისაც და ჩვენთვისაც კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტია, მაგრამ უნდა დავძლიოთ. მესმის თქვენი იმედგაცრუების, ჩვენც ხომ იმავეს ვგრძნობთ. მაგრამ ჩვენს გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ.

ფეხბურთი ერთი წამითაც არ ჩერდება. ძალიან მალე ინგლისის თასზე ვითამაშებთ. ამ თასის მოგება გვსურს. ყოველთვის, როცა კარგ შედეგს ვერ ვაღწევთ, იმედი გვიცრუვდება, მაგრამ კიდევ ერთი ასეთი შედეგი თითოეულ ჩვენგას გაანაწყენებს. თქვენ გამო უფრო შედეგიანად უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ტურნირზე ეს გამოგვივა. "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ ვთამაშობთ, გუნდის, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. მათ ბევრ რამეს მიაღწიეს, განსაკუთრებით სამოცდაათიანებში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, იმედი მაქვს, რომ კარგ მატჩს ჩავატარებთ, შემდეგ რაუნდში გავალთ და კარგი შედეგების ახალ სერიას დავიწყებთ.

მადლობას გიხდით რთულ პერიოდში თქვენი მხარდაჭერისთვის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანი თამაშის დალაგებაა, რომელიც მიზნად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მაღლა სვლასა და ინგლისის თასის მოგებას ისახავს. ყველას მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დალაგდება და მიღწეული წარმატებით დავტკბებით, როცა გვეცოდინება, რად დაგვიჯდა.

გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 იანვარი 2016 19:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალისგან წესით არაფერი უნდა მიკვირდეს მარა მაინც. როცა საშუალება ეძლევა რომ მატა შუაში იდგეს ან ერერას ტენის იქ ან სხვა ვინმეს. ხო ხედავს რო არ უნდა კლავდეს ფლანგზე, დაუბრუნდა გუნდს ვინგერები და ათამაშე რა თავის პოზიციაზე

წაგება კი არა ოლდ ტრაფორდზე პირველ ტაიმში მარტო 1 გოლი აქვთ გატანილი წლევანდელ სეზონში
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 იანვარი 2016 20:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს ისეთი ბლოგია რა, აი იმედი რომ მოგცეს ვიღაცამ და სიტყვებით გვამკობს ხოლმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ViDa
25 იანვარი 2016 21:26
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ დერბის მარტივად გავცდებით, ცდება. თუ საერთოდ გავცდით )) ვან გალთან ერთად, გუნდში ფეხბურთელები აღარ დაგვრჩა, ტრავმა ტრავმაზეა, რა ჯანდაბა ხდება ვინ იცის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 იანვარი 2016 22:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მოდით ბიჭებო იმ მანჩესტერს გაუმარჯოს, რომლის მიზანი ინგლისის თასის მოგებაა... და სხვა ვერაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top