ჟორჟე მენდეშმა უარყო, თითქოს ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" წერილი გაეგზავნოს, რომელშიც იგი "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა 6–გვერდიანი წერილი მისწერა "იუნაიტედს", რომელშიც ახსნილი აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და რამდენად ძლიერ სურს მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება.
ჭორი კვირას დილით, "საუთჰემპტონთან" დამარცხების შემდეგ დაიწერა, მაგრამ მენდეში აცხადებს, რომ ეს სრული აბსურდია.
"არავინ იფიქროს, რომ ჟოზე მოურინიოს მსგავსი მწვრთნელი კლუბებს წერილებს მისწერს და საკუთარ სამსახურს შესთავაზებს. ეს აბსოლუტური სისულელე და სრული აბსურდია", – აცხადებს მენდეში.