"მანჩესტერ იუნაიტედი" მართავს შეხვედრებს "მადრიდის რეალის" წარმომადგენლობასთან, მიზეზი კი ხამეს როდრიგესია, რომლის გადმობირებასაც ცდილობს "იუნაიტედი".
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ გიგანტს არ აქვს უფლება შეიძინოს ფეხბურთელი მომდევნო 2 სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ისინი მზად არიან "გაწირონ" კოლუმბიელი 24 წლის ვარსკვლავი ხამეს როდრიგესი.
ხამესს პრობლემები ჰქონდა წინა ხელმძღვანელობასთან, კერძოდ რაფა ბენიტესთან და არც ზიდანთან აქვს დალაგებული ყველაფერი.
ზინედინ ზიდანი უკმაყოფილოა ფეხბურთელის მონდომებით ვარჯიშების დროს და არ იქნებოდა წინააღმდეგი თუკი ისინი გაყიდიდნენ ხამესს.
შესამჩნევია, რომ აგენტი ჟორჟე მენდესი ფიქრობს ხამესის მომავალზე და "Sunday express sport" -ის ცნობით, ის ცდილობს გამართოს მოლაპარაკებები სხვადასხვა კლუბებთან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედთან".
"რეალი", რომელმაც 2014 წლის ზაფხულში "მონაკოს" 63 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა კოლუმბიელ ვარსკვლავში ითხოვს იგივე პაკეტს "იუნაიტედისგან", რომ წარმატებულად შედგეს ტრანსფერი.
წყარო:
express.com