"მანჩესტერ იუნაიტედი" კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, რამეთუ ტრავმების გამო ჯანმრთელი მცველების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ კრიზისიდან თავის დასაღწევად ბუნდესლიგის გუნდს მიმართავს.
მატეო დარმიანი ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც ტრავმა მიიღო და "საუთჰემპტონთან" შეხვედრის შემდეგ ლაზარეთში ლუკ შოუს, მარკოს როხოს, ანტონი ვალენსიასა და ეშლი იანგს შეუერთდა.
The Sun იტყობინება, რომ ლუი ვან გაალმა კრიზისისგან თავის დასაღწევად გერმანიაში სკაუტები გაგზავნა რიკარდო როდრიგესის დასაკვირვებლად.
"ვოლფსბურგი" შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელისთვის 20 მლნ. ფუნტს მოითხოვს, "იუნაიტედის" გარდა კი მისით მადრიდის "რეალიც" ინტერესდება.