ჟოზე მოურინიოს წერილი "იუნაიტედს".
ჟოზე მოურინიომ ღრმა და დაფიქრებული ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" საბოლოოდ დაარწმუნოს თავისი კანდიდატურის მართებულობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ მოურინიოსთვის "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრაში ხელის შემშლელი ფაქტორები ცნობილია, პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას ექვსგვერდიანი წერილი მისწერა, რომელშიც ახსნილი აქვს, თუ რამდენად ძლიერ ოცნებობს კლუბში მუშაობაზე და როგორ შესწევს კლუბის წესებისთვის მიმდევრობის ძალა. წერილში ასევე აღწერილია "იუნაიტედის" განვითარებისთვის საჭირო გეგმის დეტალები.
ამჟამად "იუნაიტედის" მწვრთნელი ზეწოლას განიცდის. ლუი ვან გაალმა უკვე მეექვსე მატჩი წააგო სეზონში და უკანასკნელი მათგანი "ოლდ ტრაფორდზე" შაბათს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ 0-1 მარცხია. აზრი იმის შესახებ, რომ ვან გაალს ზაფხულში ან უფრო ადრე გააძევებენ, კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება.
მოურინიო კი, რომელიც მცირე ხნის წინ "ჩელსიმ" დაითხოვა, თავის სამომავლო სამუშაო ადგილად "იუნაიტედს" განიხილავს, სად მუშაობაზეც ყოველთვის ოცნებობდა.
პორტუგალიელის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას, მაგრამ სპეციალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა ახლა უფრო მეტი იხრება მისი კანდიდატურისკენ, ვიდრე 2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის დროს.
ბევრს მიაჩნია, რომ მოურინიოს წარსული კლუბის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. ფილოსოფია კი შემტევი ფეხბურთის თამაშსა და კლუბის აკადემიის ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას გულისხმობს.
პორტუგალიელისთვის ეს ყოველი წინააღმდეგობრივი ფაქტორი ცნობილია, ამიტომ გადადგა ასეთი უჩვეულო ნაბიჯი.
წყარო:
espn