მატეო დარმიანი აღიარებს, რომ 6 თვე რომელიც მან "იუნაიტედში" გაატარა, მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.
"მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარება გამიწია: მეგობრებს, კლუბში მომუშავე პერსონალს, ასევე გულშემატკივრებს, რომლებმაც თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს. ეს იყო ძალიან კარგი 6 თვე ჩემთვის. ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა იტალიიდან ინგლისში წასვლა, თუმცა სხვა ადამიანების დახმარებით ჩემთვის ეს რთული არ ყოფილა"
"სეზონის მანძილზე იყო მომენტები, როდესაც ჩვენ საკმარისად კარგები ვერ ვიყავით, თუმცა ერთად დგომითა და ერთმანეთის დახმარებით შევძელით რთული მდგომარეობიდან გამოსვლა."