თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2016, 00:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3272,
კომენტარები: 6
გუნდის შეკრება მატჩის წინ
იანუზაი გუნდთან ერთად იმყოფება.
გუნდის შეკრება მატჩის წინ
ადნან იანუზაი, რომელმაც 21–წლამდელთა გუნდში ორშაბათს ორი გოლი გაიტანა, ლუი ვან გაალის 18–კაციან განაცხადში ტრავმირებულ ეშლი იანგს ჩაანაცვლებს.

გუნდს კვლავ აკლია ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილ ჯონსი, და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალმა არ დაადასტურა, რომ ტრავმა აქვს მაიკლ კერიკს, ფოტოგრაფებს სასტუმროში ინგლისელი არ შეუმჩნევიათ.

გუნდის განაცხადი "საუთჰემპტონთან" მატჩისთვის ასეთია: დე ხეა, რომერო, ვარელა, დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, მაკნეირი, ბორტუიკ–ჯექსონი, ერერა, შნეიდერლინი, ფელაინი, პერეირა, მატა, იანუზაი, მემფისი, ლინგარდი, რუნი, მარსიალი
სურათები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2016 00:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინის გამოჩენას ველოდი მე პირადად. რუნიმ დაიწყო გატანა და ფორვარდის პოზიცია უკვე კაი ხნითა აალბატ დაკავებული. იოლი მატჩები დიდი ხანია აღარ გვაქვს, ასე რომ ახალაგზრდებს მარტო გამოუვალ სიტუაციებში ეძლევათ შანსი, რაც ძალიან ცუდია
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2016 00:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა, რომ მოვიდა, რა არ იწერებოდა ახალგაზრდებთან დამოკიდებულებაზე. ტურნეზე თუ წაიყვანს და ათამაშებს ეგაა, თორემ წელს როდის უნდა მოვასწროთ? ალბათ ეგერ მიდტიულანდთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
23 იანვარი 2016 00:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პერეირას რა სახე აქვს :O ნეტა რაზე ლაპარაკობენ :( ათამაშოს 15-20 წუთით მაინც რა იქნება, მარა სულ იძულებითი შეცვლების გაკეთება უწევს.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2016 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მგონია, რომ ლივერპულთან დაყენებულ შემადგენლობას არ შეცვლის. ნუ იანგი არ იქნება თავისთავად და და მის მაგივრად დარმიანი ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე და მარცხნივ ჯეკსონი, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ვარელა დააყენოს მარჯვნივ და მარცხნივ დარმიანი. მაგრად არ გვიმართლებს ამ მხრივ რაა, თითქმის ყოველ კვირა ვიღაცა იმტვრევა areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2016 10:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პერეირას მართლა რა სახე აქვს, ნეტა რაზე ელაპარაკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2016 10:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვახო ( G G M U),
გეთანხმები. ამ ყველაფერში კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფელაინი ისევ ძირითადში იქნება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top