სტატისტიკა, რომელიც დე ხეას სასარგებლოდ არ მეტყველებს.
დავიდ დე ხეა თავისი ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს და ბოლო შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ კლუბის საუკეთესო მეკარეთა სიაში სტატისტიკით შევიდეს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
ესპანელმა "ლივერპულთან" მატჩში რამდენიმე დიდებული სეივი განახორციელა და შაბათს "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში თავისი 150–ე მატჩის ჩატარების მოლოდინშია.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დე ხეა პრემიერ ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო მეკარეა, "იუნაიტედის" ყოფილ მეკარეებთან შედარებით, რომელთაც მინიმუმ 20 მატჩი ჩაატარეს ჩემპიონატში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს საშუალოდ ერთი გოლის გაშვების სიხშირის მიხედვით. Opta–ს გამოთვლებით, დავიდი ყოველ 88 წუთში უშვებს გოლს.
გასაკვირია, მაგრამ სერხიო რომეროს პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს - თუმცა მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (2 გოლი გაუშვა).
როი კეროლს, რომელმაც 49 მატჩი ჩაატარა, როგორღაც პირველ ადგილზე რეიტინგში, ხოლო ედვინ ვან დერ სარმა და პეტერ შმეიხელმა დე ხეას 28 და 17 წუთით აჯობეს შესაბამისად.
დავიდ დე ხეამ 10 გოლით მეტი გაუშვა, ვიდრე ედვინ ვან დერ სარმა 37 მატჩით ადრე
დე ხეამ თავის მომდევნო 103 მატჩში საშუალოდ 0.58 გოლი უნდა გაუშვას იმისათვის, რომ პეტერ შმეიხელის მაჩვენებელს გაუთანაბრდეს
"იუნაიტედის" ორი მეკარე, ენდრი გორემი და მასიმო ტაიბი, რომელთაც 2 და 4 მატჩი ჩაატარეს შესაბამისად, გოლებს ყოველ 31 და 32 წუთში უშვებდნენ – ტაიბიმ 4 მატჩში 11–ჯერ გამოიტანა ბურთი თავისი კარის ბადიდან.
წყარო:
goal.com