"გულახდილი უნდა ვიყო და აღვნიშნო, რომ "იუნაიტედს" ბოლო პერიოდში ძალიან უმართლებს. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მათი თამაში "ენფილდზე" საშინელი იყო, თუმცა მაინც იმარჯვეს. ვერ შემედავებით. მათ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარეს.
ახლა ისინი იგებენ თამაშებს და მჯერა რომ შაბათსაც მოახერხებენ გამარჯვების მოპოვებას, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "იუნაიტედი" არ ასპარეზობს ისე როგორც საჭიროა და მოითხოვება. ადრე თუ გვიან ისინი დაიწყებენ კარგად თამაშს და როდესაც ეს მოხდება, ოპონენტები ცუდ დღეში ჩავარდებიან."