თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2016, 23:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 6
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 23–ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 23–ე ტური
თარიღი: შაბათი, 23 იანვარი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ, ვალენსია, როხო, ჯონსი, კერიკი, შვაინშტაიგერი, პაუელი, იანგი.
განაცხადი: De Gea, Romero, Valdes, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney.
ლუი ვან გაალს ტრავმირებულთა რაოდენობა გაეზარდა, რამეთუ ცნობილი გახდა, რომ ეშლი იანგს ოპერაცია დასჭირდება, რომლის შემდეგ შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. "საუთჰემპტონთან" მატჩამდე იანგი ლუკ შოუს, მარკოს როხოს, ანტონიო ვალენსიას, ფილ ჯონსს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და მაიკლ კერიკს შეუერთდა ლაზარეთში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"

ტრავმირებულები: როდრიგესი, გარდოსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: მაიუკა, იოშიდა
კითხვისნიშნისქვეშ: პელე
განაცხადი: K Davis, Forster, Gazzaniga, Stekelenburg, Bertrand, Cedric, Fonte, Gardos, Martina, Targett, Van Dijk, Yoshida, Clasie, S Davis, Mane, McQueen, Ramirez, Reed, Romeu, Tadic, Wanyama, Ward-Prowse, Austin, Juanmi, Long, Pelle.

"იუნაიტედთან" მატჩში შესაძლოა, შედგეს ჩარლი ოსტინის დებიუტი, რომელიც "წმინდანებმა" ქპრ–დან 4 მლნ. ფუნტად შეიძინეს. საეჭვოა გრაციანო პელეს მონაწილეობა, ჯეი როდრიგესი და ფლორიან გარდოსი კი მკურნალობას განაგრძობენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 37 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-ფ-მ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო – 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

ლუი ვან გაალის გუნდმა საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 9 მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ლიდერები არიან "მშრალი" მატჩების რაოდენობით – 11.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


მე-10 ადგილი, 30 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-წ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


"საუთჰემპტონი" ახლა შვიდი ადგილით დაბლა იმყოფება და 22 ქულით ნაკლები აქვს თავის აქტივში, ვიდრე გასული წლის სეზონის ამავე ეტაპზე.

"წმინდანებმა" პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებულ ბოლო ოთხივე მატჩში წააგეს.

მიმდინარე სეზონში "წმინდანები" ყველაზე მეტ გოლს იტანენ საჯარიმოში ჩაწოდების შედეგად – 13 გოლი და "ვესტ ბრომთან" ერთად ლიდერობენ თავით გატანილი ბურთების რაოდენობით – 9 გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 12 გოლი (6 ლიგაში).

გასულ ტურში "ლივერპულის" კარის აღების შემდეგ უეინ რუნი რეკორდსმენი გახდა პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით – 176.

რუნიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ამჟამად უეინს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 98 გოლი აქვს გატანილი.

თუ მოედანზე დავიდ დე ხეა გავა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში 150–ე შეხვედრას ჩაატარებს.

ყველა მეკარეს შორის, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში" უთამაშია და სეზონში 30 მატჩზე მეტი ჩაუტარებია, დავიდ დე ხეას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს გოლების გაშვებისთვის საჭირო დროის მიხედვით – 1 გოლი ყოველ 88 სათამაშო წუთში.

თუ მოედანზე მორგან შნეიდერლინი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


წამყვანი ბომბარდირი: გრაციანო პელე - 7 გოლი (6 ლიგაში), ლონგი – 7 გოლი (5 ლიგაში).

გრაციანო პელემ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

დუშან ტადიჩმა მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა – ერთი გოლით მეტი, ვიდრე მთელს გასულ სეზონში.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 117-ჯერ შეხვდნენ. "საუთჰემპტონმა" 26-ჯერ იმარჯვა, "იუნაიტედმა" 61-ჯერ, 30 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო 7 და წააგო მხოლოდ 1 შეხვედრა "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში, მაგრამ გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა.

გასულ სეზონში "საუთჰემპტონმა" 1988 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი".

"წითელმა ეშმაკებმა" "წმინდანების" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში ვერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა.

"წმინდანები" პრემიერ ლიგის ეგიდით "იუნაიტედთან" 23–ჯერ დამარცხდნენ – მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში რვაჯერ ჩამორჩენის შემდეგ "საუთჰემპტონთან" რვა გამარჯვება მოიპოვა – მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.

რონალდ კუმანსა და ლუი ვან გაალს შორის ჩატარებული გასული ხუთივე შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით სრულდებოდა – 3 პრემიერ ლიგაში, 2 ერედივიზში.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 50 მოგება, "საუთჰემპტონი" - 24 მოგება, ფრე - 23.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 23 მოგება, "საუთჰემპტონი" - 6 მოგება, ფრე - 4.

"იუნაიტედის" სტადიონი

ლიგა: "იუნაიტედი" - 32 მოგება, "საუთჰემპტონი" - 4 მოგება, ფრე - 9.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "საუთჰემპტონი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "საუთჰემპტონი"

კვირა, 11 იანვარი, 2015
სწრებადობა: 75, 395
გოლი "საუთჰემპტონის" რიგებში: დუშან ტადიჩი 69'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი განსაჯა, 69 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი გარატი, ან ჰასინი
სათადარიგო მსაჯი: ტონი ჰარინგტონი


პრომო


მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2016 00:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წლევანდელი სეზონი ჩააგდო საუთჰემპტონმა თუმცა ბოლო 2 თამაშში კარგი იყო. ჯერ არაფერი აქვთ დაკარგული და თუ ტრადიციული თამაში ითამაშეს ძაან გაგვიჭირდება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2016 00:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი არსენალს რაც უქნა, იგივე თუ გაისროლ–გამოისროლეს, ხომ გადაგვივლიან, მაგრამ წესით ვერ უნდა მოახერხონ. წინა თამაშში პირველად წავაგეთ ბურთის ფლობაში, იმის წინაში, არცთუ დიდი გვქონდა, მაგრამ ერთში კარგად ვითამაშეთ, მეორე მოვიგეთ. ლუი როგორ იკადრებს ახლა ბურთი დათმოს ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ თუ მაგის ხარჯზე მოვიგებთ, მაგას ვინ ჩივის.

ტადიჩი წელს კარგ ფორმაშია და ლონგმაც გაშალა ფრთები. სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და კონტრშეტევაზე აგვაწიოკებენ, მაგრამ იმედია ისწავლის ლუი ჭკუას და უკან ორ კაცს არ დატოვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2016 09:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გასულ სეზონში "საუთჰემპტონმა" 1988 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი"

ჰმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2016 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორც ყოველთვის ადვილი მატჩი არც ეს იქნება, თუმცა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესეთ დროს და ამ ეტაპზე ქულების განიავება ძალიან ძვირად დაგვიჯდება. კონტრ-შეტევებზე კარგად თამაშობს საუთჰემპტონი და ამ მხრივ სიფრთხილვე გვმართებს რა თქმა უნდა. პელეც თუ არ იქნება მთლად უკეთესი ჩვენთვის, თუმცა ამის გამო მოდუნება არ ღირს, პელეს გარეშეცც შეუძლიათ გოლის გატანა. ასე, რომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ამ თამაშში და იმედია ნორმალურ თამაშს ჩავატარებთ და ნორმალური ანგარიშით მოვიგებთ.
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2016 10:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
საუთემპტონიდან ორი-სამი ფეხბურთელი წარმოადგენს საფრთხეს: მანე, პელე, ტადიჩი.

მათი თამაში კონტრშეტევაზე იქნება აგებული და იმედია ეს ლუიმაც კარგად იცის. მართალია რთულია ფელაინის იმედზე იყო კონტრშეტევის დროს, მაგრამ რას ვიზავთ.
0
№6
ავტორი: The Special One
23 იანვარი 2016 12:24
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
სოუთჰამპტონთან თამაშის რომ შეგეშინდება კაცს (((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top