"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ეშლი იანგს "ლივერპულთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ ოპერაცია დასჭირდება.
30 წლის ფეხბურთელმა "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში 40-ე წუთზე მიიღო ტრავმა და იგი კემერონ ბორტუიკ-ჯექსონმა შეცვალა. "საუთჰემპტონთან" გასამართი შეხვედრის წინ კი ვან გაალმა დაადასტურა, რომ რონალდ კუმანის გუნდთან ასპარეზობას ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილ ჯონსიც ვერ შეძლებენ.
"ეშლი იანგს კუნთის პრობლემა აქვს, მას ოპერაცია დასჭირდება, ასე რომ, დიდხანს ვერ ითამაშებს. დაუჯერებელია, მაგრამ ამაში არ გვიმართლებს. ჯონსი და შვაინშტაიგერი ამ კვირაში ვერ დაგვიბრუნდებიან. დაითვალეთ და აღმოაჩენთ, რომ შვიდი ტრავმირებული გვყავს".
როცა ბორტუიკ-ჯექსონის თამაშზე და იანგის მისით ჩანაცვლების ალბათობაზე ჰკითხეს, ვან გაალმა გეგმების წინასწარ გამხელა იუარა.
"თავის ასაკთან შედარებით კარგი ფეხბურთელია. უკვე დაამტკიცა, რომ ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში კი საკითხავი ყოველთვის ეს არის: არიან თანმიმდევრულები? ერთი მატჩი ან შეცვლაზე შესვლა ყოველთვის კარგია, მაგრამ თანმიმდევრულობა ყოველთვის საკითხავია".
დადებითი ამბებიდან, ადნან იანუზაი ფორმაშია და გუნდში სათამაშოდ მზად არის. ბელგიელმა 21-წლამდელთა გუნდში თამაშისას ორი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.
"ვფიქრობ, ხელმისაწვდომია. ვარჯიშებზე თავის საქმეს აკეთებს და ერთი მატჩიც ჩაატარა, რაც ბევრი არ არის, რა თქმა უნდა. უფრო მეტი თამაში სჭირდება, მაგრამ ხელმისაწვდომია".