თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2016, 20:00
ავტორი: ViDa,
ნანახია: 7247,
კომენტარები: 6
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ტერი
თავი VIII
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ტერი
ჩვენი ავტობუსი ძლივს მოძრაობდა გახარებულ ინგლისელ გულშემატკივრებს შორის, რომლებსაც სურდათ, რომ ევროპის ჩემპიონატი მოგვეგო საკუთარ მიწაზე. უხაროდათ არა მხოლოდ გულშემატკივრებს, მთელი ქვეყანა ხმაურობდა. სტიუარტ პირსი შემომიტრიალდა და მითხრა: "ისიამოვნე, იმიტომ, რომ მსგავსი შეიძლება აღარ განმეორდეს".

მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და იქვე ამოვიგდე თავიდან ეს სიტყვები: "კიდევ ბევრი იქნება მსგავსი არაჩვეულებრივი მომენტები". მაგრამ პირსი მართალი აღმოჩნდა. ასეთი ფერადი მომენტები ნაკრების მაისურით მე აღარ გამომიცდია. ვეღარ შევძელით ევრო-96-ის გამეორება.

მე მომწონდა ტერი ვენეიბლსის მეთაურობით თამაში, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. "იუნაიტედის" ფეხბურთელები ხშირად იყვნენ სამიზნეები ზოგიერთი დებილისთვის, რომლებიც "უემბლიზე" მოდიოდნენ მატჩის საყურებლად. იმ დროს ტიტულებს ყოველ წელს ვიგებდით, ამიტომ ზოგს ვუყვარდით და ზოგი ვერ გვიტანდა. მაგრამ ჩვენი მხრიდან, ჩვენც გვყავდა ენა ბასრი ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ, გუნდის ღირსების დაცვა. ესენი ჯერ იყვნენ ჰიუზი და ინსი, შემდეგ- კინი და კანტონა.

ინგლისის ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირზე არ იღებდა მონაწილეობას და ამხანაგურ შეხვედრებსაც ნახევრად ცარიელი ტრიბუნებით ვატარებდით. 30 ათას გულშემატკივარზე ნაკლები მოვიდა ბულგარეთთან მატჩში, ამიტომ კარგად ისმოდა ყვირილი: "მიუნჰენელი ცენზურა!"; "მანკუნიანელი ნაძირალა!" ყველაზე ბინძური შეურაცხყოფა სამწვრთნელო სკამების უკნიდან ისმოდა. იქ "ვესტ ჰემის" და "ჩელსის" გულშემატკივრები ისხდნენ, რომლებიც თამაშებზე ნაკრების მხარდასაჭერად კი არა, "იუნაიტედის" ფეხბურთელების შეურაცხყოფისთვის დადიოდნენ. მატჩებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა ჩემს ნაკრებს დავხმარებოდი და როდესაც ბურთს აუტიდან ვაწვდიდი, მესმოდა: "ეშმაკსაც წაუღიხარ, ნევილ! შე ნეხვო!"

ამიტომ, მოხარული ვიყავი, როდესაც ეს ძველი, არაფრის მომტანი სტადიონი ნაწილებად დაშალეს. არასდროს არ მომნატრებია ეს სტადიონი, არასდროს.

ამის მიუხედავას, იდიოტების დაჯგუფება მაინც ვერ შემიშლიდა ხელს, სიამოვნება მიმეღო ნაკრებში თამაშით ტერის მეთაურობით. ჩემი სადებიუტო მატჩიდან 1995 წელს კარიერის დასრულებამდე, ვტკბებოდი ყოველი გატარებული წამით ეროვნულ ნაკრებში.

სეზონის დასრულების შემდეგ, ციურიხში ტურნირი ტარდებოდა ფეხბურთელებისთვის 20 წლამდე, სადაც ევროპის წამყვანი გუნდები მონაწილეობდნენ. სწორედ იქ, ერთ-ერთი ჩვენი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა: "გარი, ნაკრებში გამოგიძახეს".

ვერ ვიჯერებდი. ჭაბუკთა ტურნირიდან პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში, მამაჩემს დავურეკე და მან დამიდასტურა. პირველივე თვითმფრინავში ჩავჯექი და გავემგზავრე ჩემს პირველ შეკრებაზე ინგლისის ნაკრებთან.

გარი პალისტერი "იუნაიტედის" ერთადერთი ფეხბურთელი იყო იმ შემადგენლობაში. ამიტომ, ჩვენ ერთ ოთახში გვეძინა სასტუმროში, ქალაქ ბერნჰემ ბიჩესში. ეს მომენტი დღემდე მახსოვს. ცოტას ვლაპარაკობდი, რაც საერთოდ არ მახასიათებდა. ალბათ, ტერის და ფეხბურთელებს მორცხვი და წყნარი ბიჭი ვეგონე. როდესაც პალიმ ტრავმა მიიღო და სახლში დაბრუნდა, უფრო გართულდა სიტუაცია. მივეჩვიე მეგობრების წრეში ყოფნას, ამიტომ თავს მარტოდ ვგრძნობდი-ალბათ, პირველად მთელი კარიერის მანძილზე.

ყოველ ჯერზე, როდესაც სასადილოში ჩავდიოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამეტოვებინა იქაურობა შეუმჩნევლად და ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი. როდესაც ვარჯიში არ გვქონდა, ოთახში ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი ან მეძინა. ცუდად არ გამიგოთ, არ ვამბობ, რომ სხვა ფეხბურთელები არამეგობრულები იყვნენ, უბრალოდ ახალგაზრდა ვიყავი და არ მინდოდა, სხვის წრეში შესვლა. სტივ კოლლიმორიც გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ მასთან ერთად მისი თანაგუნდელები იყვნენ "ლივერპულიდან": სტივ მაკმანამანი და ჯონ ბარნსი. საერთოდ, კონტინგენტი "ლივერპულიდან" დიდი იყო, მაგრამ მათი ცხოვრება სრულიად განსხვავდებოდა ჩემისგან. ისინი მეტად ხმაურიანები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ.

20 წლის ასაკში უკვე მოვასწარი 19 მატჩის ჩატარება პრემიერ ლიგაში და ვითამაშე ეროვნულ ნაკრებშიც სამ-დღიან ტურნირზე-Umrbo-ს თასზე. პირველი მატჩი იაპონიის წინააღმდეგ ჩავატარეთ- არც ისე მნიშვნელოვანი მატჩი იყო. "უემბლიზე" მხოლოდ 21,142 ადამიანი მოვიდა. მარჯვენა განაპირა მცველად ვთამაშობდი, ცენტრში ჯონ სკეილსი და დევიდ ანსვერტი თამაშობდნენ, ხოლო სტიუარტ პირსი მარცხენა ფლანგს იკავებდა. თამაში კარგად ჩავატარე. მეორე შეხვედრაში, შვედების წინააღმდეგ, ჩემ ნაცვლად უორენ ბარტონი გამოვიდა, მაგრამ მესამე მატჩში ბრაზილიელებთან ისევ დავბრუნდი ძირითადში. ჩვენ წინააღმდეგ ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რონალდო, რობერტო კარლოსი და დუნგა. ჩვენ 3-1 დავმარცხდით, მაგრამ ამ ჯერზე გულშემატკივარი ბევრად მეტი იყო.

ბევრი კარგი რჩევა მივიღე დონ ჰოუსგან (ტერის ასისტენტი). როგორც წესი, მას მცველები ცალკე ვარჯიშზე გაჰყავდა, ხოლო ტერი და ბრაიან რობსონი შემტევ ფეხბურთელებს წვრთნიდნენ. ასე, დაახლოებით ნახევარი საათი ვვარჯიშობდით, ხოლო შემდეგ ისევ მთელი გუნდით ვვარჯიშობდით.

ჩემთვის ასეთი მეთოდი ახალი იყო. "იუნაიტედში" ვარჯიშები მინი-მატჩების ირგვლივ ეწყობოდა. დონი კი ყურადღებას ტაქტიკურ მოდელებსა და კორდინაციულ მოძრაობებს ანიჭებდა უპირატესობას. საბრძოლო მომზადებას უფრო ჰგავდა. მცველებს ისე გვწვრთნიდნენ, თითქოს ჯარისკაცებად გვაყალიბებდნენ.

ნებისმიერ გუნდში მთავარია ფუნდამენტის ჩამოყალიბება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, დაცვის ხაზი უნდა მოაწესრიგო. ასეთი იყო დონის შეხედულება. შეგვეძლო მატჩი 4-1 მოგვეგო, მაგრამ გაშვებული გოლი ითვლებოდა, როგორც ჩვენი შეცდომა და მწყობიდან გამოდიოდა.

დონი ჩვენს ვარჯიშებს იწერდა და შემდეგ ჩვენ გვაყურებინებდა. დღეს ასეთი მიდგომა არავის უკვირს, მაგრამ იმ დროს ეს ინოვაციური მიდგომა იყო, რომელიც ძალიან გამომადგა.

ამ ჩანაწერების საშუალებით დონი იმდენს გვარბენინებდა, სანამ ჩვენი მოძრაობები სინქრონული არ გახდა. არაჩვეულებრივი მიდგომა იყო. ვისწავლე დიაგონალური გადაცემების "წაკითხვა" და ბევრი სხვა რამ. ჩემი კარიერის იმ პერიოდში, მთავარი იყო მესწავლა, როგორ გამეჩერებინა მოწინააღმდეგე. ჩაწოდების ან საჯარიმოში შესვლის საშუალებას თუ მივცემდი-თვითმკვლელობას უდრიდა.

დონმა იქვე მითხრა: "შენს თამაშებს ვუყურე და ძალიან მომწონხარ, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შენმა ჩართვებმა შეტევაში არავითარი სარგებელი არ მოიტანა. ძალიან იშვიათად ადიხარ წინ." იმ მომენტისთვის ეს სიმართლე იყო.

მაგრამ ჩემი სტილი აწყობდა მას და ტერის. ამიტომ, ევრო-96-ზე, მე ძირითად მარჯვენა მცველად ვითვლებოდა.

***

ჩემპიონატის წინ აღმოსავლეთში გავემართეთ და ჩინეთის წინააღმდეგ თამაშმა კარგი საშუალება მოგვცა შევთამაშებულიყავით და მოვმზადებულიყავით ტურნირისთვის. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ტერიმ უფლება მოგვცა, დაგვესვენა.

ლუდის დალევას ვაპირებდი, მაგრამ დევიდ პლატტი შიშობდა, რომ ჩვენ გადავაჭარბებდით. როგორც უფროსი, იგი რჩევით მოვიდა ჩემთან, ფილთან, ნიკკი ბარმბისთან და ჯეისონ უილკოკსთან: "შეგიძლიათ, ალკოჰოლისგან თავი შეიკავოთ". შედეგად, ტედი შერინგემი, ალან შირერი, გაზზი და სხვა ფეხბურთელები წავიდნენ ჰონკონგის შესასწავლად, ხოლო ჩვენ სასტუმროში დავრჩით. მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა გამოვტოვეთ.

მომხდარზე მეორე დღეს გავიგე, როდესაც სასადილოდ ჩავედი. სასადილოში შევედი და დავინახე, რომ გაზზი სიგარას უკიდებდა რაღაც უცნაური ხელსაწყოთი, რომელიც მხოლოდ ქიმიის გაკვეთილზე მაქვს ნანახი. გეფიცებით, ეს მომენტი ერთ-ერთი სასაცილო იყო, რაც კი თავს გადამხდენია. ცეცხლი თითქმის გაზზის სიმაღლის იყო და ლამის საკუთარი თავი დაიწვა. ეს ყველაფერი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ხდებოდა! მე და ფილი ცრემლებამდე ვიცინოდით. მსგავსი რამ "იუნაიტედში" რომ მომხდარიყო, მას შეეძლო, მწვრთნელს არც შეხვედროდა, ისე დაეწყო ტანსაცმლის ჩალაგება. ვიცი, რომ ფერგის სურდა გაზზუს ყიდვა. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდა, რადგან იგი კარგად მოერგებოდა გუნდს.

ერთი შეხედვა იყო საჭირო, რომ მიმხვდარიყავი, როგორ გაატარეს ღამე ბიჭებმა. ნახევარზე მეტი მეჩხუბებოდა, რატომ არ წავედი მათთან ერთად. მაგრამ ვიცოდი, რომ პლატტი გვაკვირდებოდა ახალგაზრდებს და წარმოდგენაც არ მინდ, რა დაგვემართებოდა წასვლის შემთხვევაში გაზეთების პირველ გვერდზე რომ ამოგვეყო თავი. სასმელის მოყვარული არ ვარ. ერთი გახსენება მჭირდება იმ მომენტზე, როდესაც არაყი დავლიე და ყელი ჩამიწვა, რათა ყოველგვარი სურვილი გამიქრეს სასმელზე. უბრალოდ გული დამწყდა იმაზე, რომ ბიჭებთან ერთად გართობა ვერ მოვახერხე.

ამით გართობა არ დამთავრებულა. სახლში რეაქტიული თვითმფრინავით ვბრუნდებოდით. გაზზა ჩემსა და ფილს შორის იჯდა. მან ბევრი დალია და ტერრის სურდა, რომ ვინმეს ყურადღება მიექცია. თავიდან მწვრთნელმა ნაკრების ექიმს მიმართა, მაგრამ ექიმიც არანაკლებ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჩაეძინა.

ალან შირერმა ბანქოს თამაში გადაწყვიტა, მაგრამ მანამდე გაზზას ჩაუარა და მის სავარძელს ხელი ამოარტყა. საკმაოდ ძლიერად დაარტყა. გაზზა უეცრად წამოხდა და პირველი ფიქრი, თუ ვინ შეიძლება, ეს ყოფილიყო, იყო მაკმანამანი და ფაულერი, რადგან ისინი ახლოს ისხდნენ. საწცენზურაბს არ გაუმართლათ- გაცეცხლებულმა გაზზამ მათი კომპიუტერული ხელსაწყოები დაამსხვრია.

ჩვენ სახლში დავბრუნდით და არცერთს არ გვიფიქრია ზარალზე, მაგრამ ნამდვილი საშინელება მეორე დღეს დაიწყო. კვირის გაზეთში თითოეულის სურათი გამოაქვეყნეს, რომლებმაც ღამის კლუბში, “China Jump-ში“ დალიეს და ამასთან ერთად, თვითფრინავში დამსხვრეული კომპიუტერებიც არ დაავიწყდათ.

როგორც კი სასტუმროში დავბრუნდით, ტერრიმ ყველა გამოცდილი ფეხბურთელი შეკრიბა და უთხრა, რომ როგორმე სიტუაცია მოეგვარებიათ. მთელი ქვეყანა უკმაყოფილო იყო. ჩვენ ნდობა დავკარგეთ, როგორც პრესისგან, ისე გულშემატკივრებისგანაც. გაბრაზებული ჟურნალისტების დაჯგუფება სანადიროდ გამოვიდა.

ბერნჰემ ბიჩესში მთელი გუნდი შეკრიბა და გამოცდილებმა-პლატტმა, შირერმა და პირსმა ლექცია ჩაგვიტარეს კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ ყველამ გავიზიარეთ დანაშაული და ჯარიმაც გადავიხადეთ. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა- თანაგუნდელები ერთმანეთს გვერდში უნდა ედგნენ, არასდროს არ უნდა მიატოვო მეგობარი და არ ჩამოშორდე გუნდს.

ეს მოგზაურობა ძვირად დამიჯდა. მატჩში 1500 ფუნტს ვიღებდით, რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. ჩვენ არ ვიყავით იმ აურზაურის თანამზრახველები. მაგრამ, როდესაც უკან ვიყურები, მხოლოდ ასეთი გზა იყო გამოსავალი. ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელები მზად იყვნენ, ეპატიებინათ გაზზას ეს საქციელი, რადგან იცოდნენ, რომ იგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას შეეძლო, მატჩის მნიშვნელობა შეეცვალა და პოპულარული იყო გასახდელში.
***

ევროზე კარგი გუნდი გავიყვანეთ, რაც, როგორც მასპინძლებს, უპირატესობას გვაძლევდა. ჩვენს გუნდში თამაშობდნენ: დევიდ სიმენი, ტონი ადამსი, პლატტი, ინსი, გაზზა, შირერი, პირსი და შერინგემი, ყველა არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფებოდა. ნებისმიერ მათგანს შეეძლო, საკუთარ გუნდში კაპიტანი ყოფილიყო. ახალგაზრდებისთვის პატივი იყო მათთან ერთად გასახდელში ყოფნა.
როგორც წესი, ადამსი ბურთს კარს ან კედელს ურტყამდა ისეთი ძალით, თითქოს მისი ჩამოღება სურდა. მე პირსის გვერთით ვიჯექი და ჩემი პირველი მატჩის წინ “უემბლიზე“, სიკვდილამდე შემაშინა. გაუჩერებლად ბუტბუტებდა: „ეშმაკმაც დალახვროს, ეს ჩვენი მოედანია. ეშმაკმაც დალახვროს, ეს ჩემი მოედანია“.

იმის მიუხედავად, რომ „იუნაიტედში“ არანაკლებად ცნობილი ადამიანები თამაშობდნენ, „ოლდ ტრაფორდის“ გასახდელში მატჩის წინ მუდამ სიმშვიდე სუფევდა, რასაც ინგლისის ნაკრებზე ვერ ვიტყოდით. იქ ვერ დაისვენებ. მუდმივი ჩხუბი, მკერდზე ხელის მირტყმა და პატრიოტული ყვირილი. ვიჯექი და ვფიქრობდი: „როგორ დამღალა ამ ყველაფერმა“. BBC-ს ჩართვა და “Football Focus-ზე“ ყურება მინდოდა, რომ დავმშვიდებულიყავი. „იუნაიტედში“ ყველაფერი სხვანაიად იყო: მუსიკას ვუსმენდით და საათ-ნახევრით ადრე ტელევიზორს ვუყურებდით. ახალგაზრდები ხუმრობდნენ და იცინოდნენ.

ახალგაზრდა მცველისთვის, ტონი ადამსი მაგალითი იყო. ერთხელ ჩვენმა მწვრთნელმა მას „იუნაიტედის“ ფეხბურთელი უწოდა, რადგან ჩვენს ფორმაში იყო. ვხვდები, რასაც გულისხმობდა. მისი ენერგია, მონდომება და ვაჟკაცობა მას „ოლდ ტრაფორდის“ ლეგენდად აქცევდა.

შირერი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც შეიძლება უნდა ყოფილიყო „იუნაიტედის“ ფეხბურთელი. ვფიქრობდი, რომ გადმოვიდოდა ჩვენთან 1996 წლის ზაფხულში. გუნდი ყველაფერს აკეთებდა, რათა იგი გადმოებირებინა. მე და ბექსი შემთხვევით შევხვდით მას ბრაიან ადამსის კონცერტზე. ყველანაირად ვთხოვდით მას, რომ გადმოსულიყო, მაგრამ „ნიუკასლი“ აირჩია. დღემდე ვფიქრობ, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ იგი „ოლდ ტრაფორდზე“ გადმოვიდოდა. არ ვაკნინებ მის მიღწევებს, მაგრამ მის კარიერას რაღაც აკლია- მას არასდროს უთამაშია ტოპ-გუნდში. „იუნაიტედს“ შეეძლო, მისთვის ამის მიცემა და „ოლდ ტრაფორდზე“ არანაკლებად ეყვარებოდათ. მას ასევე თბილად დახვდებოდნენ, როგორც ჩარლტონსა და რობსონს, „იუნაიტედის“ ლეგენდებს. ჩემი აზრით, სისულელე იყო „მანჩესტერის“ უარით გასტუმრება, ვინაიდან, ამ გუნდთან ერთად იგი ბევრ ჯილდოს მოიგებდა. მე მას ვერ გავუგე, თუმცა მე ხომ ნიუკასლიდან არ ვარ.

ამის გარდა, ჩვენს რიგებში გაზზა თამაშობდა. ტრავმების მიუხედავად, იგი მაინც რჩებოდა მსოფლიო დონის ფეხბურთელად. რაც მასზე გსმენიათ, სრული სიმართლეა: ხმაურიანი, კეთილი და ბუნებით გამარჯვებული.

ჩვენს ნაკრებს ყველა საჭირო თვისება ჰქონდა: ძალა, გამძლეობა, გამოცდილი თავდამსხმელი, შემადგენლობის სიღრმე და დამაჯერებლობა. ტერის დამსახურებით ზოგიერთი ფეხბურთელი იმაზე კარგად თამაშობდა, ვიდრე გუნდში. ასეთები იყვნენ ანდერტონი და ბარმბი. ისინი კარგი ფეხბურთელები იყვნენ და ადვილად მოერგნენ გუნდს. ჯეიმი რედნაპზეც შეიძლებოდა ამის თქმა, მაგრამ მას ხშირად დასდევდა ტრავმები. ეს ბიჭები არ გარბოდნენ წინ და კისერს არ იტეხავდნენ. იცოდნენ ბურთის კონტროლი და თითოეულ ნაბიჯს თვლიდნენ. რასაც ვერ იტყვი მაკმანამანზე. მოკლედ, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ დაგენახა ამ გუნდის შესაძლებლობა.

ტურნირი ცუდად დავიწყეთ შვედების წინააღმდეგ. ამიტომ, რეაბილიტაცია გვჭირდებოდა მეორე შეხვედრაში შოტლანდიის წინააღმდეგ. ყველას დაამახსოვრდა მეორე გოლი: გაზზას არაჩვეულებრივი დარტყმა და მისი აღნიშვნა, რომელსაც „დანტისტის სავარძელი“ შეარქვეს (გაზზა მინდორზე დაწვა, თითქოს დანტისტის სავარძელში იმყოფება. თანაგუნდელები კი წყალს ასხამდნენ მას და ცდილობდნენ, პირში ჩაესხათ). მაგრამ ის მატჩი პირველი გოლით უფრო დამამახსოვრდა, რომელიც ერთ-ერთ სასიამოვნო მომენტად იქცა ჩემს სანაკრებო კარიერაში.

მე საჯარიმოში ჩავაწოდე, უბრალოდ ჩავაწოდე, მაგრამ დამამახსოვრდა თითოეული წამი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ბურთი ზუსტად შირერის თავზე დაეშვა, რომელიც შორეულ ძელთან იმალებოდა. იგი არასდროს აცილებდა ასეთი პოზიციიდან. გავიქეცი და ხელები აღვმართე, ხოლო გაზზა უკან მომყვებოდა. ამ მატჩის შემდეგ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მთელი ქვეყანა ჩვენ გვქომაგობდა- თითოეულ ჩვენგანს, მეც და ფილსაც, ბიჭებს „იუნაიტედიდან“. ფანტასტიკური ატმოსფერო იდგა.

შოტლანდიელების წინააღმდეგ არ გვიჩვენებია კარგი თამაში. საშინელი 20 წუთი ჩავატარეთ მეორე ნახევარში. დევიდ სიმენს თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოუწია. მაგრამ გარკვეულ მომენტში დავიჭირეთ სწორი იმპულსი, რაც მნიშვნელოვანია მსგავს ტურნირებზე. მესამე მატჩის წინ, ჰოლანდიის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვიყავით. ეს მატჩი როგორც ტაქტიკური, ასევე ტექნიკური მხრიდანაც საუკეთესო იყო და ასეთ დონეზე ნაკრებს აღარ უთამაშია. უბრალოდ არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნოთ ტერრის მომზადება ამ მატჩისთვის.

იწინასწარმეტყველო შედეგი შეუძლებელია, მაგრამ ისეთი მეთაურით, როგორც ტერრი იყო, მოედანზე სწორად დახატული ნახაზით და საღი წარმოდგენით გავდიოდით. უმეტეს შეხვედრებში და მათ შორის ჰოლანდიის წინააღმდეგ, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც იგი ფიქრობდა.

იგი თვეობით ამუშავებდა ამ გეგმას. როდესაც ბურთი დიდ დეივს ჰქონდა ხელებში, მე და სტიუარტ პირსი, ტერის მითითების მიხედვით, წინ უნდა გავქცეულიყავით და პრესინგისთვის უნდა მიგვემართა ჰოლანდიელების ნახევარზე. ერთ-ერთი ნახევარმცველი უკან იწეოდა, რათა თავი დაგვეზღვია კონტრშეტევისგან და ამით მთელ მოედანს ვაკონტროლებდით. ყველა ელოდა, რომ მოწინააღდეგე ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ერთი ღამით სხვა ნაკრებად ვიქეცით. ეს გამარჯვება (4-1) ერთ-ერთი გახდა იმ მცირე გამარჯვებებს შორის, როდესაც ტოპ-ნაკრების წინააღმდეგ უმაღლესი დონით ვთამაშობდით.

იმ მატჩი არაჩვეულებრივები ვიყავით, მაგრამ მსგავსი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით რთულ მეოთხედფინალში ესპანელების წინააღდეგ. მაშინ ისე დავიღალე, როგორც არასდროს. ქვეყანაში ერთი ამბავი ატყდა, გუნდზე დიდი ზეწოლა იყო და მე ძლივს ვიძინებდი. რა თქმა უნდა, ეს გუნდზეც აისახა. შემდეგ ეტაპზე გავედით, როდესაც ესპანელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დავამარცხეთ. ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო სტიუარტ პირსის გატანილი თერთმეტმეტრიანი, რომელსაც ემოციური აღნიშვნა მოჰყვა (6 წლის უკან 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალში, პირსპა ანალოგიურ სიტუაციაში ვერ შეძლო პენალტის გატანა, რის გამოც ახლა შვების ყვირილი ჰქონდა). მაგრამ ჩემთვის ის მატჩი დაკარგულად ითვლებოდა, რადგან ყვითელი ბარათი მივიღე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნახევარფინალს გამოვტოვებდი. მე იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდი, რომ მცოდნოდა ჩემი კარიერის მანძილზე ინგლისი ვეღარ ითამაშებსა ნახევარფინალში.

მატჩის შემდეგ, როდესაც გასახდელში ვიყავით, ტერრი მოვიდა და მითხრა:“ ნუ ნერვიულობ, ფინალში ითამაშებ“. და მე მიზეზებიც მქონდა, დამეჯერებინა მისთვის. დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავცდებოდით გერმანელებს და ფინალში ვითამაშებდით. საკუთარ მიწაზე ვთამაშობდით, გუნდში ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავდა, ტერიმ კი ყველაფერი გააკეთა, რათა ის მატჩი მოგვეგო. მოკლედ, ყოველგვარი პირობა იყო, რომ მოგვეგო. გერმანიის ნაკრები არც ისე კარგ ფორმაში იმყოფებოდა. იძულებულები ვიყავით, რომ ის მატჩი მოგვეგო.

გულშემატკივრებს სჯეროდათ ჩვენი. თითქმის ყველა სახლზე ინგლისის დროშა იყო გაკრული. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ჩვენი გულშემატკივრები სეირნობდნენ.

მთელ ტანზე ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მთელი სტადიონი მღეროდა „Football’s Coming Home“. არასდროს მინახავს მსგავსი რამ „უემბლიზე“, არც მანამდე და არც შემდგომ.

იმედგაცრუებულები ვიყავით მარცხით, განსაკუთრებით ასეთით. ამის შემდეგ კიდევ ბევრი მარცხი იქნება, სადაც დამნაშავე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მაგრამ ეს მარცხი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც უბრალოდ არ გაგვიმართლა. ჩვენ მათზე უკეთესები ვიყავით. ხოლო გაზზას რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა, რათა ფლანგიდან მოწოდებული ბურთი გოლით დაესრულებინა და ის ოქროს გოლი გაეტანა. შემდეგ დადგა თერთმეტმეტრიანების ჯერი. ორივე გუნდის ხუთეულმა თავიანთი მომენტები გამოიყენეს, შემდეგ კი გარეტ საუტგეიტის ჯერი დადგა, რომელმაც შემცვალა იმ მატჩში. რაც მოხდა შემდეგ, თქვენც იცით. ჩვენ რთულ შეხვედრაში დავმარცხდით აწ ჩემპიონების წინააღმდეგ.

იმედგაცრუება როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს დაატყდა თავს. ერთადერთი რაც მაწყნარებდა, იყო ის, რომ აურაცხელი გამოცდილება მივიღე ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში. ბევრი რამ ვისწავლე გამოცდილი ფეხბურთელებისგან, მაგრამ განსაკუთრებით-ტერრისგან. ხალხი მის სათამაშო ხედვასა და ტაქტიკურ ოსტატობაზე ლაპარაკობს, რაც მართალია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიზიდავდა იყო ის, რომ მას არ ეშინოდა ძლიერი ხასიათის მქონე ხალხთან ერთად მუშაობის, როგორებიც იყვნენ დონ ჰოუ და ბრაიან რობსონი. იგი აქებდა თითოეულს, ვისთანაც მუშაობდა, მაგრამ არასდროს ამცირებდა და ეჭქვეშ არ აყენებდა არავის პროფესიონალიზმს. იყო შემთხვევები, როდესაც დონი გასახდელში შემოდიოდა და მას არ ეთანხმებოდა. შეიძლება, დონი მართალიც იყო. შეიძლება, ტერრი ამით თავის კიდევ ერთ ხასიათს გვაჩვენებდა- მას შეეძლო, სხვისი რჩევა გაეზიარებინა ისე, რომ მისი ავტორიტეტი არ შერყეულიყო.

FA-ს (საფეხბურთო ასოციაცია) გადაწყვეტილება, რომ არ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი ტერრის, დღემდე რჩება დიდ შეცდომად ჩემთვის. ვიცოდი, რომ კონფლიქტი ჰქონდა ნოელ უაიტთან, საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ამ ორგანიზაციის მომავალ ვიცე-პრეზიდენტთან. მაგრამ მხოლოდ FA-ში შეიძლება მაღალჩინოსნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაითხოვონ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.

ტერის კარიერა პიკს აღწევდა. მას ჰქონდა გამოცდილება ტოპ-გუნდებთან, წარმატებას მიაღწია „ბარსელონასთან“ ერთად, სადაც საკუთარი ხედვა უფრო დახვეწა და უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. შეიძლება, ტერი ჯიუტი იყო და არ უთმობდა FA-ს, მაგრამ ამის გამო მისი დათხოვნა უპატიებელი შეცდომა იყო. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია ინგლისის ნაკრების მომავალზე.

ამ შემთხვევაში, პრობლემა თვითონ FA-ში მდგომარეობს. იქ ძალიან ბევრი ბიუროკრატი შეგროვდა, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც საკუთარ ინტერესებს დანარჩენზე მაღლა აყენებენ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჟურნალისტების ლაპარაკს უჯერებენ და ყოველი აგორებული ჭორის შემდეგ ცვლილებებს ახორციელებენ. მერე რა, რომ ბიზნესის გამო ჟურნალისტებს ტერი არ უყვარდათ? მერე რა, რომ თავი არ დაამცირებინა FA-ს? ბოლოს და ბოლოს, მან არა მხოლოდ აღადგინა გუნდი წყვდიადიდან, არამედ თითქმის მიიყვანა პირველ ტიტულთან 30 წლის შემდეგ. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, არავის არ ჩამოვრჩებოდით. გუნდში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იყვნენ და ტერრის დამსახურებით, ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი ვიყავით.

რა მოხდებოდა, თუ ტერი ვენეიბლს მუშაობის უფლებას მისცემდნენ ევრო 96-ის შემდეგ? ამ კითხვას მუდამ ვატრიალებ თავში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიხსენებ, რომ მის მერე გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

მაგრამ მაშინ 21 წლის ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ასე კარგად თავს აღარასოდეს ვიგრძნობდი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სტიუარტ პირსმა მითხრა, როდესაც ერთად ვისხედით ავტობუსში. მან იქვე მითხრა ესპანელებთან მატჩის შემდეგ, როდესაც გულშემატკივრები ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ. ვფიქრობდი, რომ მსგავსი მომენტები კიდევ ბევრი იქნებოდა. ვფირობდი, რომ მალე მორიგი ტიტულისთვის ვიბრძოლებდით და მოვიგებდით კიდევაც. რატომაც არა?!
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 იანვარი 2016 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო თავი იყო ნამდვილად და რაც შეეხება უშუალოდ ინგლისის ნაკრებს, პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემთვის პირადად როცა საქმე ნაკრებს ეხება იქ ალბათ არ უნდა იყოს იმის განხილვა თუ რომელი ფეხბურთელი რომელ გუნდში თამაშობს. გასაგებია, რომ ჩელსის და ვესტ ჰემის გულემატკივარს მანჩესტერის ფეხბურთელი არ ეყვარებოდათ, მაგრამ ნაკრები სულ სხვაა და ამ დროს არ უნდა მიექცეს ყურადღბა ვინ მანჩესტერის ფეხბურთელია და ვინ ლივერპულის. ინგლისის ნაკრებს კიდე შემდეგ წლებშიც ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ ყოველთვის მათი პრობლემა გუნდური თამაში იყო, არადა ცალ-ცალკე აღებული ფეხბურთელები ნამდვილად უმაღლესი დონის მოთამაშეები იყვნენ.
0
№2
ავტორი: temo-scholes
27 იანვარი 2016 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვახო ( G G M U),
ინგლისს ყოველთვის ქონდა და აქვს ტრენერის პრობლემა ძმა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2016 20:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდად ინგლისის გულშემატკივარი არ ვარ და არც ვყოფილვარ, მაგრამ პირველ რიგში რუნის ვგულშემატკივრობდი ბოლო პერიოდი, ცუდია რომ სანაკრებო კარიერის დასრულება უტიტულოდ მოუიწევს. ბოლო შანსია ეს ევროპა მაგრამ აქ საფრანგეთისაა ალბათ

თაობას არასდროს უჩიოდა, ყოველთვის მწვრთნელი იყო ალბათ ნაკრების პრობლემა. ეხლანდელი თაობაც ძალიან კარგია, იმედია ოდესმე ეშველებათ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2016 20:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შირერის ამბავი ჩემთვისაც გასაკვირია. იმიტომ არა, რომ მაინცდამაინც იუნაიტედში არ გამდმოვიდა ან რამე მსგავსი, უბრალოდ შეეძლო უფრო დიდი გუნდის ლეგენდა ყოფილიყო. იმ დროს ნიუკასლიც ძალა იყო და თავისებურად ბლექბერნიც, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე გუნდი არცერთი არ იყო. პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო, ალბათ.

Football’s Coming Home“


ჰო, ეს რაღაც მაგიურია. good2 საერთოდ, ინგლისელებს ჩანტების მოფიქრებაში ცოტა თუ შეედრება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2016 12:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველ თავში იმდენად საინტერესოდ მოგვითხრობს, დასრულება არ მოგინდება, არ მეგონა, ასე კარგად თუ შეეძლო ასე წერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2016 10:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ინგლისის ნაკრებს რაც მე მახსოვს ცუდი შემადგენლობა არასოდეს ჰყოლია, მაგრამ ყოველთვის რაღაც ეკლდათ ტიტულის აღსამართად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top