ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა პარიზში წინა კვირას პეპ გვარდიოლას შეხვდა.
პრესის თანახმად, "წითელი ეშმაკების" ოფიციალური წარმომადგენლები და მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი სასტუმრო "ლე ბრისტოლ პარიში" შეხვდნენ, რათა "ოლდ ტრაფორდზე" პოტენციური გადასვლა განეხილათ.
ესპანელმა სპეციალისტმა უკვე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გერმანულ გრანდს დატოვებს და სამუშაოს გაგრძელებას პრემიერ ლიგაში ისურვებს.
გვარდიოლათი "იუნაიტედის" გარდა "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდება.