ESPN იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პსჟ–ს ედინსონ კავანის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართავს.
პრესა იტყობინება, რომ 28 წლის ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა, "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება სურს.
კავანის აგენტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "იუნაიტედთან", რომელსაც მიაჩნია, რომ ურუგვაელი ფორვარდი გუნდის შემტევ ხაზში არსებულ პრობლემებს გადაჭრის.
კავანისადმი "იუნაიტედი" ინტერესს დევიდ მოიესის პერიოდიდან იჩენს, თუმცა შოტლანდიელმა სპეციალისტმა 2013 წელს მისი შეძენა ვერ მოახერხა.