"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მაჩვენებლით ჯეიმი ვარდის გაუთანაბრდა და ინგლისელთან ერთად 2015/16 წლების სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია.
ფრანგს "სენტ ჯეიმს პარკზე" გამართულ მატჩში ერთ-ერთ ეპიზოდში დარტყმისთვის საათში 22 მილის (35, 40 კმ) განვითარება მოუხდა, რაც "ლესტერის" ფორვარდის, ჯეიმი ვარდის მიერ განვითარებულ სიჩქარეს უთანაბრდება.
EA Sports-ის პრემიერ ლიგის ოფიციალური რეიტინგი ექვსი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის მონაცემებს აქვეყნებ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში დაფიქსირებული 6 ყველაზე დიდი სიჩქარე:
"იუნაიტედის" ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის ვინაობა ბოლო 12 თვის განმავლობაში დავის საგანი გახდა კრის სმოლინგს, ლუკ შოუს, ანტონიო ვალენსიას, ეშლი იანგსა და უეინ რუნის შორის. დავა კი კაპიტნის გამარჯვებით დასრულდა, როცა "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში მან საათში 35 კმ. განავითარა.
მიმდინარე სეზონში კი რუნის მაჩვენებელი საათში 21.74 მილს უტოლდება, რაც მარსიალის მაჩვენებელზე დაბალია.