დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ 2012 წელს მის მიერ განხორციელებული სეივი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა მის კარიერაში.
მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წლის ივნისში "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ, დე ხეას კარიერა რთულად წარიმართა და ესპანელი სამშობლოში დაბრუნებაზე დაფიქრდა.
მაგრამ "ჩელსისთან" გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" 3-3 დასრულდა, დავიდმა თანამემამულეს ჯარიმა აუღო, რომელმაც მის სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინა.
"იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო და ესპანეთში უნდა დავბრუნებულიყავი. ამინდი, ენა. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ვიბრძოლე.
ხუან მატას საჯარიმო დარტყმა, ალბათ, გადამწყვეტი ეპიზოდი იყო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ვთამაშობდი უკეთ, უკეთ, უკეთ", - განაცხადა მეკარემ.
დე ხეას ასევე მიაჩნია, რომ 2013 წელს "აპტონ პარკზე" გამართულ შეხვედრაში, რომელიც 2-2 დასრულდა, მის მიერ ენდი კეროლის დარტყმული ბურთების მოგერიებამ აჩვენა, თუ რამდენად შორს შეეძლო წასვლა მას.
"ეს თამაში ძალიან რთული გამოდგა კეროლთან დაპირისპირების გამო. იმ მომენტში თავს ძლიერად ვგრძნობდი და ბევრი ვიშრომე".