თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2016, 18:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2945,
კომენტარები: 8
რაიტი ფელაინის დონის შესახებ
იან რაიტი გავრცელებული აზრის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
რაიტი ფელაინის დონის შესახებ
"არსენალის" ლეგენდა იან რაიტი თვლის, რომ მარუან ფელაინის დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში" დათვლილია.

BBC-ს ექსპერტმა, რომელიც არაერთხელ დაპირისპირებია "იუნაიტედს" "მეთოფეთა" რიგებში თამაშის დროს, ნამდვილად იცის, რა მოეთხოვება "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელს. რაიტი ფიქრობს, რომ ფელაინის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა არ შეესაბამება იმ მოთხოვნილებას, რაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრ კლუბში არსებობს.

ბელგიელმა "ლივერპულთან" მატჩში უეინ რუნის მიერ გატანილ გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ენტონი მარსიალისა და ანდერ ერერასგან განსხვავებით, ფელაინის "იუნაიტედის" ფეხბურთელის სტატუსი არ დაუმსახურებია.

"ხედავთ, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები და მოთხოვნილებები კლასში, რომელსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდე, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში გსურს. ფელაინის შემხედვარე, მან რუნის გოლის ეპიზოდში "მეორე სართულზე" გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ ის, თუ როგორ თამაშობს და გამოიყურება, არ იგრძნობა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის დონეს შეესაბამება. საკმარისს არ აკეთებს, მასში კლუბის წარმომადგენლისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ არის. ეს კი არის ენტონი მარსიალში ან ანდერ ერერაში", - აცხადებს რაიტი.

წყარო: fourfourtwo
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
21 იანვარი 2016 19:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Gaushveben male tumca skamze tu dajdeba sjobs darches.
Gamoviyenebt xandaxan
0
№2
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2016 19:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი არ არის დღეს ამ გუნდის დონის და განსაკუთრებით ფელაინი. არ ვუკარგავ კარგ მომენტებს და ზოგიერთ გადამწყვეტ გოლს, მაგრამ საერთო ჯამში ხეა რა, სხვა რა უნდა უწოდო
0
№3
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 19:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მეეჭვება ფელა თავს იკლავდეს ძირითადისთვის. რა თქმა უნდა, თამაში ყველას სურს, მაგრამ ყოველ შეხვედრაში სათადარიგოდანაც რომ შევოდეს, მსოფლიოს ყველაზე უბედური ფეხბურთელი ნამდვილად არ იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2016 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე პირადად ვეთანხმები ამ კაცს, თუმცა ისიც ნათელია, რომ დღევანდელი ფეხბურთელებიდან მარტო ფელაინი არაა, რომლიც არ იმსახურებს მანჩესტერში თამაშს. გარკვეულ ეპიზოდებში თუ გამოიჩენს თავს ფელაინი, თორე ისე იშვიათად, რომ რამე სარგებელი მოქონდეს გუნდისთვის.
0
№5
ავტორი: Giggsy
21 იანვარი 2016 21:39
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
კრისტალა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: redarmy10
21 იანვარი 2016 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რთულია არდაეთანხმოო
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2016 23:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სათადარიგოზე იჯდეს და 2-0ზე ბოლო 15 წუთი ითამაშებს რა
0
№8
ავტორი: AkkRed
22 იანვარი 2016 11:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნუ თუ უფრო ნორმალური არ მოიყვანეს შეიძლება მისი სათადიროგზე გადაყვანა და საჭირო მომენტში გამოშვება, სრულებით უსარგებლოც არარის, მაგრამ დონეს რა თქმა უნდა ვერ წვდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top